in

ნაპოლიმ გადაწყვიტა: რუდი გარსია

„ნაპოლიმ“ არჩევანი გააკეთა – ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს მომდევნ სეზონში რუდი გარსია გაწვრთნის.

ცნიობილი ამბავია, რომ ლუჩანო სპალეტის წასვლის შემდეგ, „ნაპოლის“ პრეზიდენტი უამრავ კანდიდატს შეხვდა, რუდი გარსია კი არ დასახელებულა.

ცნობილი სპეციალისტი ბოლოს საუდის არაბეთში მუშაობა, ის კრიშტიანო რონალდოს „ალ-ნასრის“ ავარჯიშებდა, მაგრამ სუპერვარსკვლავთან მთლად ვერ აეწყო და შესაძლოა ამის გამოც მოუწია წამოსვლა.

“ნაპოლიმ” რუდი გარსიას 2+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმა და გასამრჯელოდ 2.7 მილიონი დაუნიშნა, პლუს ბონუსს მიიღებს წარმატების შემთხვევაში. მწვრთნელი საქმეს 1 ივლისიდან შეუდგება. აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ “ნაპოლიში” თავის სამწვრთნელო შტაბს მიიყვანს. მასთან ერთად იქნება სტეფან ჟობერი, რომელთან ერთადაც “მარსელსა” და “ალ ნასრში” მუშაობდა.

რუდი გარსიამ სახელი „ლილში“ გაითქვა. 2011 წელს საფრანგეთის ჩემპიონატი და თასი მოიგო. იმავე წელს ბუნებრივია ლიგა 1-ის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.
ასევე აღსანიშნავია, რომ კი 2018 წელს ევროპა ლიგის ფინალში გავიდა „მარსელთან“ ერთად..

ფრანგ მწვრთნელს იტალიაში მუშაობის გამოცდილებაც აქვს, ის „რომას“ ხელმძღვანელობდა.

გარდა ჩამოთვლილი გუნდებისა, მას ასევე უმუშავია „სენტ ეტიენის“, „დიჟონის“, „ლე მანის“, „მარსელის“, „ლიონის“ მწვრთნელად.

რუდი გარსია 59 წლისაა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პორტუგალიასთან უკეთ უნდა ვითამაშოთ: მესმის კვარასი და მიქაუტაძის – რამაზ სვანაძე

ჩავიდნენ: რა გეგმებია დღეისათვის