სეზონი ახალი დასრულებული კი არის, მაგრამ ახლისთვის მზადებაც მალე დაიწყება. იტალიის ჩემპიონ „ნაპოლის“ კი ჯერაც არ ჰყავს მწვრთნელი და ეს მიუხედავად იმისა, რომ ათას კანდიდატურაზე ითქვა.
ბოლო ინფორმაციით, კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი სამმა მწვრთნელმა გაისტუმრა უარით.
ესენი გახლავთ ლუის ენრიკე, ტიაგო მოტა და ვინჩენცო იტალიანო.
პრობლემა ფულში არ არის, საქმე ამბიციებშია. უსიტყვოდ მოგებული სკუდეტოს და პლუს ჩემპიონთა ლიგაზე მშვენიერი თამაშის შემდეგ, მოლოდინი, ამბიცია და მოთხოვნაც შესაბამისია, ხოლო მწვერვალზე დარჩენა მარტივი არასდროსაა. მწვრთნელებიც უფრთხიან იმას, რომ იქნებ ეს მოლოდინი ვერ გაამართლონ.
როგორც იტალიელები წერენ, რჩება ერთი კაცი, რომელიც „ნაპოლის“ კიდევ ერთხელ ჩაიბარებს – რაფა ბენიტესი, რომელსაც როგორც ჩანს, კლუბის პრეზიდენტი, ბოლო გამოუვალი მდგომარეობის ნაბიჯისთვის ინახავს.
GIPHY App Key not set. Please check settings