in

მესი ჩინეთში არ შეუშვეს, ვიზა არ ჰქონდა: აგუერომ კი ახალ გუნდზე დასცინა

ლეო მესის ჩინეთში სასაზღვრო კონტროლის დროს პრობლემები შეექმნა.

უქმეებზე „ინტერ მაიამისა“ და არგენტინის ნაკრების ფორვარდი ჩინეთში ჩავიდა, რათა ავსტრალიასთან ამხანაგურ მატჩში (15 ივნისი) მიიღოს მონაწილეობა.

თუმცა პეკინის აეროპორტის თანამშრომლებმა 35 წლის ფეხბურთელი პასპორტ კონტროლის გავლისას გააჩერეს. გაირკვა, რომ მესი ჩინეთში ესპანური პასპორტით ჩავიდა, მაგრამ ვიზის გარეშე.

ამის გამო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს ორი საათი აეროპორტში ყურყუტი მოუწია, სანამ საემიგრაციო სამსახურმა სპეციალური სასწრაფო ვიზა არ გასცა.

ამასობაში ლეოს ამერიკაში გადასვლაზე ისაუბრა სერხიო აგუერომ. მან ინტერვიუ ESPN-ს მისცა და მოჰყვა თუ როგორ ილაზღანდარეს.

„ამასწინ ვლაპარაკობდით, მე მას MLS-ის ცხრილი გავუგზავნე და ვუთხარი: მისმინე, შენი გუნდი ჩამორჩება და უმჯობესი იქნება თუ მე-9 ან მე-8 ადგილზე გაიყვან, პლეი-ოფში რომ მოხვდეთ.
მან უბრალოდ ბევრი იცინა. სხვა რა გზა ჰქონდა? ერთად ვიცინოდით. პლეი-ოფში უნდა გავძვრეთ, მითხრა მან“.

„ინტერ მაიამი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზეა და 7 ქულით ჩამორჩება მე-9 ადგილს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ისეთი ფეხბურთელები ვართ, ქართველი ხალხი უნდა გავახაროთ: გიორგი მამარდაშვილი

სიტი ევრორეიტინგში პირველზე გადავიდა