in

ისეთი ფეხბურთელები ვართ, ქართველი ხალხი უნდა გავახაროთ: გიორგი მამარდაშვილი

„რუსთავი 2”-ის გადაცემა P.S.-მა გიორგი მამარდაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.
შეგახსენებთ, ქართველი მეკარე „ვალენსიაში“ სეზონის სუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ამჟამად კი მამარდა თბილისშია და ეროვნულ ნაკრებში ემზადება, რომელსაც შესარჩევის ორი შეხვედრა ელის, შემდეგ კი გიორგი და მისი რამდენიმე თანაგუნდელი ახალგაზრდულ ნაკრებს შეუერთდებიან და ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ.

მამარდა ვალენსიას საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს

ფრაგმენტები გიორგი მამარდაშვილის ინტერვიუდან:

„რთული სეზონი იყო, სამი მწვრთნელი გამოვიცვალეთ. ყველა მატჩი ვითამაშე. ბოლო ტურები განსაკუთრებით დაძაბული გამოვიდა. მთავარი მიზანი ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნება იყო, რაც მოვახერხეთ.

ვფიქრობ მოვუმატე და განვვითარდი. გულშემატკივრების აზრს დიდ პატივს ვცემ, საუკეთესოდ დასახელება სასიამოვნოა, მადლობა მათ. მომთხოვნები არიან და გუნდი ძალიან უყვართ. შინ სულ გამარჯვებას ელიან, „რეალთან“ და „ბარსელონასთანაც“ კი.

„რეალთან“ მატჩი ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი იყო.
რაც შეეხება სკანდალურ ეპიზოდს. ჩემი თანაგუნდელი რუდიგერმა წააქცია, ვინისიუსმა კი ფეხი მიარტყა. ამ მომენტში თანაგუნდელის დაცვას ვცდილობდი. რაც შეეხება რასიზმს, იყო უსიამოვნო შეძახილები და ვინისიუსს მხარს ვუჭერ, ეს არ შეიძლება. რასიზმის პრობლემა მხოლოდ ესპანეთში არ დგას.

ნაკრებში გამოძახება ყოველთვის მიხარია და ორმაგ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. როგორც საქართველოში, ასევე ესპანეთში გულშემატკივართა მხარდაჭერა ძალიან მახარებს. მატჩის წინ პირჯვარს ვიწერ ხოლმე კარგად რომ ვითამაშო და ჯანმრთელად ვიყო.

კვიპროსთან სტუმრად თამაში მარტივი არ იქნება. ძლიერი ნაკრებია და თანაც თემურ ქეცბაია წვრთნის. ჯერ შესარჩევი ეტაპი უნდა გავიაროთ და იქნებ ერთა ლიგის პლეი-ოფში თამაში არც დაგვჭირდეს. ჩვენი თაობის მიზანი დიდ საფეხბურთო ფორუმზე გასვლაა.

ახალგაზრდული ნაკრები რთულ ჯგუფშია, თუმცა ისეთი ფეხბურთელები ვართ შეკრებილი, ყველაფერს გავაკეთებთ, ჯგუფიდან გავიდეთ და ქართველი ხალხი გავახაროთ“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მეფე გიორგი: მიქაუტაძე ფანებმა საუკეთესოდ დაასახელეს

მესი ჩინეთში არ შეუშვეს, ვიზა არ ჰქონდა: აგუერომ კი ახალ გუნდზე დასცინა