“ნაპოლი” დიმაროში ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. დღეს დილით მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა და გუნდში “ფროზინონედან” დაბრუნებული 23 წლის თავდამსხმელი ალესიო ძერბინი დამატებით ავარჯიშა.
კვარაცხელიასა და ძერბინის შესახებ რადიო “კის კისთან” ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა პაოლო დელ ჯენიომ ისაუბრა:
“მე, რა თქმა უნდა, ქართველს მაღალი კლასის ფეხბურთელად ვთვლი, ჩვენს ფეხბურთში ყველაფერი გამოუვა. თუმცა, ეს აგრეთვე მიდგომაზეა დამოკიდებული. მას შეუძლია უცბად “აფეთქდეს” ან ამისათვის გარკვეული დრო დასჭირდეს, მაგრამ მის დონეში ეჭვი არ უნდა გვეპარებოდეს.
GIPHY App Key not set. Please check settings