in

რონალდუს არ უშვებენ, პოგბა იუვენტუსში დაბრუნდა. დღის მთავარი სატრანსფერო სიახლეები


ბრიტანულ პრესაში, ერიკ ტენ ჰაგის ინტერვიუ გავრცელდა და „იუნაიტედის“ ახალმა მესაჭემ მკაფიოდ დააფიქსირა, რომ 37 წლის პორტუგალიელი გუნდს ვერ დატოვებს, რადგან სამომავლო გეგმებს, სწორედ რონალდუს ირგვლივ აწყობენ. რამდენიმე კვირაა აქტიურად იწერება კრიშტიანურს აბარგების შესახებ, რასაც მისი მხრიდან ზედიზედ 5 გაცდენილი ვარჯიში და ბანგკოკში არ გამგზავრება დაემატა, თუმცა მის აგენტ ხორხე მენდეშს დამშვიდება და აწმყოსთან შეგუება მოუწევს.


ფაბრიციო რომანოს ცნობით, „ლიდს იუანიტედის“ ვინგერმა, რაფინიამ, „ბარსელონაში“ გადასვლა გადწყვიტა. ერთი თვეა იწერება, რომ რაფინიას შეძენა „არსენალს“ სურს, მაგრამ ტრანსფერი ჩიხში შევიდა და ჩაიფარცხა. „ბლაუგრანა“ ბრაზილიელი შემტევის სანაცვლოდ 75 მილიონ ევროს გადაიხდის.


6 წლიანი პაუზის შემდეგ, პოლ პოგბა „იუვენტუსში“ დაბრუნდა. მოთამაშე, რომლის სანაცვლოდაც ბებერმა ქალბატონმა 105 მილიონი ევრო მიიღო, უკან უფასოდ დაბრუნდა. მისი „მანჩესტერული“ კარიერა არასტაბილურობით იყო გაჯერებული და პოგბამ ვერაფრით მოახერხა თავის დამკვიდრება. კონტრაქტი 2026 წლამდე გაფორმდა.


„ნოტინგემ ფორესტმა“ ნიკო უილიამსი შეიძინა. „ლივერპულის“ საკუთრებაში მყოფი მოთამაშე, რომელმაც გასული სეზონი იჯარით, „ფულემის“ შემადგენლობაში ჩაატარა გუნდს შეუერთდა და კონტრაქტსაც მოაწერა ხელი. მერსისაიდელები 18 მილიონ გირვანქას მიიღებენ.


იურგენ კლოპმა ჯუდ ბელინგემის ირგვლივ არსებულ სიტუაციას ნათელი მოჰფინა: „როგორც ვიცი, ის არ იყიდება, შესაბამისად, ერთადერთი პრობლემა, სწორედ ესაა. არ ველი ნახევარდაცვის ხაზში სიახლეს, მაგრამ არ ვიცი, დაველოდოთ და ვნახოთ“.


„ნოტინგემმა“ კიდევ ერთი ტრანსფერი გაჩარხა. გუშინ, მდინარე ტრენტის სანაპიროზე ბინადრებმა „ბაიერნიდან“ ომარ რიჩარდსი გაიფორმეს. გერმანული გუნდი მოთამაშის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს მიიღებს.


„მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „აიაქსს“ შორის მოლაპარაკებები გრძელდება. ლისანდრო მარტინესს „იუნაიტედში“ გადასვლა სურს, მაგრამ ამსტერდამული გუნდი 50 მილიონს არ დათანხმდა და ტრანსფერიც ჭიანურდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჰალმა კიდევ ერთი ტრანსფერი გააკეთა

კვარაცხელია დამატებით ავარჯიშეს