in ,

ჩაკვეტაძე: მხოლოდ დინამოს დამარცხებაზე ვფიქრობ…

ბათუმის “დინამოსთან” ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის წინ “სლოვანის” საიტთან ბრატისლავური გუნდის ახალწვეულმა გიორგი ჩაკვეტაძემ ისაუბრა, რომელიც პირველ შეხვედრაში შეცვლაზე შევიდა:

“პირველი სტარტი ჩემთვის რთული იყო, რადგან იქამდე გუნდთან ერთად მხოლოდ ორი დღე ვივარჯიშე. 100%-ით ფორმაში ჯერ არ ვიყავი. ვფიქრობ, გუნდთან ერთად შემდგომი ვარჯიშების შემდეგ უკეთ ვითამაშებ, ვიდრე პირველად, ფიზიკურადაც კი. ახალ გუნდში რაღაც დრო პარტნიორებთან ადაპტირებისთვის გჭირდება. ჯერ ყველაფერი კარგად მაქვს და მჯერა, ყოველდღე უკეთესი გავხდები.

ბიჭებმა ძალიან კარგად მიმიღეს. გუნდში თავს კარგად ვგრძნობ, ბ
რატისლავაც ძალიან კარგი ქალაქია. რა თქმა უნდა, აქ იმისათვის ვარ, რათა რაც შეიძლება კარგად ვითამაშო. შემდეგ ეტაპზე გასვლის გარდა არაფერზე არ ვფიქრობ. ჩვენ მხოლოდ თამაშზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრირება და არ ვიფიქროთ ამინდზე ან კიდევ სხვა რამეზე. ვიცით, ყველა ბილეთი გაყიდულია, მაგრამ ამ ატმოსფეროთი ჩვენც შეგვიძლია ვისარგებლოთ.

მძიმე დაპირისპირება გველის და ეს შესანიშნავად გვესმის, რომ ვინც გაიმარჯვებს, მომდევნო ეტაპზე გავა. გამარჯვებისთვის მოედანზე ყველაფერს გავაკეთებთ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარაცხელია დამატებით ავარჯიშეს

მამუკელაშვილმა ვეგასში იფრინა!