in

მიქაუტაძის ტრანსფერით ჩელსი და არსენალი დაინტერესდნენ

იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport გიორგი მიქაუტაძესთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს და ქართველ ფეხბურთელზე ვრცელ წერილს აქვეყნებს. იტალიური გამოცემის მტკიცებით, მიქაუტაძით ლონდონის „ჩელსი“ და „არსენალი“ დაინტერესდნენ.

ახალი კვარაცხელია?

გიორგი მიქაუტაძე კარიერაში დიდი ნახტომისთვის ემზადება იმ იმედით, რომ ისტორიაში დარჩება როგორც მისი ნეაპოლელი „ძმა“, ხვიჩა კვარაცხელია. იტალიის ჩემპიონატში ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებამ აჩვენა, რომ ტალანტები ნაკლებად შესწავლილ ქვეყნებშიც იბადებიან. გიორგი მიქაუტაძე შეიძლება გახდეს მეორე ქართველი, რომელიც იტალიის ახალი ჩემპიონის კვალს გაჰყვება იგივე მიზნით – შევიდეს ისტორიაში.

2000 წელს საფრანგეთში დაბადებული თავდამსხმელის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი იყო მშობლების წვლილი, რომლებმაც საქართველო მის მთავარ ფასეულობად განსაზღვრეს.

პატარა გიორგის საფეხბურთო ზრდაში მშობლები ყოველთვის ეხმარებოდნენ. ისინი 1998 წელს საფრანგეთში გადავიდნენ. გიორგი ბავშვობიდანვე ფეხბურთით ცხოვრობდა, მისი ქალაქის გუნდმა, ლიონის „ოლიმპიკმა“ ფეხბურთისადმი მის სიყვარულს სიყვარულით ვერ უპასუხა და ლიონიდან წასვლა მოუწია, ერთ-ერთი მიზეზი მისი სიმაღლეც იყო. თუმცა, წლევანდელ სეზონში შესანიშნავი თამაშით, 40 თამაშში გატანილი 23 გოლითა და 9 საგოლე გადაცემით, მიქაუტაძემ ყველას დაანახა, რომ აღნაგობის მიუხედავად ტალანტი მიზანს ყოველთვის აღწევს.

„მეცის“ აღმოჩენილები

„მეცის“ საფეხბურთო ისტორია უნიკალურია. ამ გუნდში სხვადასხვა დროს თამაშობდნენ კულიბალი, მანე, ადებაიორი და პიანიჩი. „მეცის“ ნიჭიერ სელექციონერებს მთელ მსოფლიოში იცნობენ, როგორც საფრანგეთში საუკეთესოებს.

მიქაუტაძე მათი ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩენაა. ცენტრფორვარდია, მაგრამ საქართველოს ნაკრებში თავისი თანაგუნდელის, კვარაცხელიას მსგავსად მარცხენა გარემარბადაც შეუძლია თამაში. „ნაპოლის“ 77 ნომერთან აქვს სხვა მსგავსებაც – ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია გოლის გატანა – თავით, ორივე ფეხით, საჯარიმოს გარედან…

სხვადასხვა გუნდებში მიქაუტაძემ 150-მდე გოლი გაიტანა, რაც მიუთითებს, რომ ეს საქმე ბევრზე უკეთ ეხერხება. გიორგიმ 2020-21 წლების სეზონში ბელგიურ „სერენში“ კარგი გამოცდილება მიიღო, სადაც პირველ ცხრა თამაშში 15 გოლი გაიტანა, სეზონი კი 19 გოლით დაასრულა და გუნდს უმაღლეს დივზიონში დაწინაურებაში დაეხმარა.„სერენში“ იჯარით კიდევ ერთი წლით დარჩა, ამჯერად მთავარ ბელგიურ ლიგაში სათამაშოდ, სადაც ცხრა გოლი გაიტანა, გასულ ზაფხულს კი „მეცმა“ მიქაუტაძე დაიბრუნა.

უკვე დასრულებულ სეზონში გიორგი გუნდის ნამდვილი ლიდერი და მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო, ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს და ბომბარდირიც გახდა (23 გოლი).

შედარებები და მაგალითები

„ახალი ლაკაზეტი“ – ასე მონათლა მიქაუტაძე „სენტ-პრიესტში“ მისმა ყოფილმა მწვრთნელმა სამირ გემაზიმ. სხვებმა პაპენსაც შეადარეს. თუმცა, ეს შედარებები მასზე უარყოფითად არასდროს მოქმედებდა.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მიქაუტაძის დებიუტი 2021 წლის 26 მარტს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე შვედეთთან მატჩში შედგა (0:1). „როცა დამირეკეს და საქართველოს ნაკრებში თამაში შემომთავაზეს არც დავფიქრებულვარ, ამით ჩემი ოჯახი ძალიან ბედნიერი იყო“.

გოლის აღნიშვნისას ზოგჯერ კრიშტიანო რონალდოს ბაძავდა, მაგრამ გიორგი ყოველთვის ისეთივე მოკრძალებული რჩებოდა, როგორიც იყო. აღმოჩნდა, რომ ერთ დროს სიმაღლის გამო დაწუნებული ბიჭის მიღმა მომავალი ჩემპიონი იმალებოდა. ბავშვი, რომელიც ლიონში ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე ბურთის მიმწოდებელი იყო და ჟუნინიოს, მესის, ანრისა და სხვა ვარსკვლავებს უყურებდა, გადაიქცა ადამიანად, რომელიც საკუთარი ოცნებების ასასრულებლად დაიძრა.

„ჩელსი“ მის ტრანსფერზე ფიქრობს

ევროპულმა გრანდებმა მას თვალი უკვე დაადგეს. ერთ-ერთი მათგანი „ჩელსია“, რომელიც სასურველი მოთამაშის შესაძენად თანხაზე უკან არასოდეს იხევს. ასევე დაინტერესებულია „არსენალიც“, იტალიაში „ჯენოა“ და „უდინეზე“ ცდილობს მის შეძენას.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს ბოლო პერიოდში არასოდეს მიუქცევიათ ისეთი დიდი ყურადღება, როგორც ეს ახლა ხდება და მიზეზი გასაგებია – არაჩვეულებრივი ხვიჩა კვარაცხელია, მიქაუტაძეზე ერთი წლით უმცროსი ფეხბურთელი, რომელმაც შეძლო სერია A-ში დრიბლინგის ფასეულობის დაბრუნება.

დიდი ფეხბურთისკენ გზა გაჭრილია, ახლა იგივეს გამეორება გიორგი მიქაუტაძესაც სურს“, – წერს იტალიური გამოცემა.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

Exclusive: როგორი იქნება ევრო 2023-ის გახსნის ცერემონია

ახალგაზრდული 10 ივნისიდან დაიწყებს, ევრომდე ამხანაგურად კვიპროსს ეთამაშება