in

Exclusive: როგორი იქნება ევრო 2023-ის გახსნის ცერემონია

საქართველო მოუთმენლად ელის ისტორიულ მოვლენას – ჩვენი ქვეყანა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის, თუმცა ჩვენს გუნდში თამაში უწევს ეროვნულის ბევრ ძლიერ მოთამაშეს და საქართველოს ნაკრებიც ძალიან ანგარიშგასაწევი ძალა იქნება. მოგეხსენებათ, ჩემპიონატი რუმინეთსა და საქართველოში ტარდება, ფინალი ჩვენთანაა, ბათუმში. გახსნის ცერემონია კი ორივე ქვეყანააში ჩატარდება. თბილისურ ღონისძიება ჩააბარეს ლაშა ონიანს, რომელსაც დიდი სპორტული ღონისძიებები უკვე დაუდგამს.

რადიო „ფორტუნა“ ექსკლუზიურად ესაუბრა რეჟისორს და გახსნის ცერემონიის დეტალების გარკვევას შეეცადა.

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას თქვენ უწევთ ორგანიზებას…

მიხარია, რომ მსგავსი ღონისძიება საქართველოში ეწყობა. სტადიონები დავათვალიერეთ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სრულად ვაკმაყოფილებთ უეფას სტანდარტებს. ჩემპიონატი პარალელურად ორ ქვეყანაში – რუმინეთსა და საქართველოში გაიმართება. ოფიციალურად რუმინეთში გაიხსნება, ფინალი და დახურვის ცერემონია კი, საქართველოში გაიმართება, თუმცა არანაკლებ შთამბეჭდავი გახსნის მოწყობას ვგეგმავთ ჩვენც.

როგორი იქნება და ვინ მიიღებს მონაწილეობას?

ღონისძიების ორგანიზების შეთავაზება ფეხბურთის ფედერაციისგან მივიღე. წარვუდგინე საკუთარი კონცეფცია, რომელიც განიხილეს, მოიწონეს და უეფას გადაუგზავნეს. უეფა მხოლოდ ტექნიკურ მხარეს განიხილავს, რათა თავი დაიცვას არენის დაზიანებისგან. ყოველთვის შეიძლება შოუმ თავისი სცენოგრაფიითა და რეკვიზიტებით მინდორი დააზიანოს და სწორედ ამგვარ დეტალებს ითვალისწინებს უეფა.
რაც შეეხება მონაწილეებს, ძალიან ახალგაზრდული შემადგენლობა გვეყოლება, რადგან ჩემპიონატი ახალგაზრდულია. ღონისძიებაში თბილისის სამუსიკო სასწავლებლის ბავშვთა გუნდი და ჰიპ-ჰოპის თანამედროვე მოცეკვავეები მიიღებენ მონაწილეობას. მათთან ერთად იქნება 50 პატარა ფეხბურთელიც სხვადასხვა კლუბიდან. საერთო ჯამში 130-მდე მონაწილე მოიყრის თავს მინდორზე.
ძალიან სერიოზული თამაში ელის საქართველოს ნაკრებს პორტუგალიასთან, ამიტომ იმედი მაქვს საუკეთესო ფეხბურთელები – კვარაცხელია, მიქაუტაძე, მამარდაშვილი და დავითაშვილიც მიიღებენ მონაწილეობას.

როგორი იქნება დახურვის ცერემონია?

დახურვის ცერემონიაზე ჯერ არ გვისაუბრია, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ დაჯილდოვება უეფას მიერ გაწერილი პროტოკოლით მოხდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მესიზე სერიალს აკეთებენ: 4 სერია ლეოს ტრიუმფზე

მიქაუტაძის ტრანსფერით ჩელსი და არსენალი დაინტერესდნენ