in

ანდრო ბითაძე იტალიაში გადავიდა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების ცენტრი ანდრია ბითაძე მომავალი სეზონიდან კარიერას იტალიურ „ორტიჯიაში“ გააგრძელებს.

26 წლის ქართველმა ცენტრმა სიცილიურ გუნდში სერბი პეტარ ველკიჩი უნდა შეცვალოს.

ბითაძე ბოლოს ბერძნულ „პანიონისში“ თამაშობდა. ისე კი, მას სხვადასხვა დროს ისეთ კლუბებში აქვს ნათამაშები, როგორებიც: “ბარსელონა”, “რომა ვის ნოვა” და ბელგრადის “ცრვენა ზვეზდა” არიან.

ბითაძეს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 5 ევროპის ჩემპიონატზე, მსოფლიო ჩემპიონატსა და მსოფლიო ლიგაზე აქვს ნათამაშები.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტაქტიკა არ ვიცი, მაგრამ გვინდა ნორვეგიასთან მეორე ტაიმივით ვითამაშოთ: დაუთმობს თუ არა ეროვნული ფეხბურთელებს ახალგაზრდულს – სანიოლის პრესკონფერენცია

ნაკრებმა დაიწყო, ჯერ არასრულად