in

ტაქტიკა არ ვიცი, მაგრამ გვინდა ნორვეგიასთან მეორე ტაიმივით ვითამაშოთ: დაუთმობს თუ არა ეროვნული ფეხბურთელებს ახალგაზრდულს – სანიოლის პრესკონფერენცია

საქართველოს ნაკრებს ივნისში შესარჩევის ორი მატჩი ელოდება, ორივე სტუმრად – ჯერ კვიპროსთან და მერე ლიდერ შოტლანდიასთან. მარტივი არ იქნება ორი შეხვედრის მიჯრით სტუმრად თამაში, თავისი გადაფრენით, მაგრამ ვილი სანიოლს კიდევ ერთი თავსატეხი აქვს – მის წამყვან ფეხბურთელებს ახალგაზრდული ნაკრებიც ითხოვს. როგორ ლაგდება ეს ამბავი?
მოკლედ, ასეა თუ ისე, ჩვენი ნაკრების ფრანგმა მწვრთნელმა მოახლოებული მატჩების წინ პრესკონფერენცია გამართა.

არ ვიცი რა გავლენას იქონიებს ის ფაქტი, რომ კვიპროსს ქეცბაია წვრთნის, ან ის, რომ 2 მატჩი წააგეს. ჩვენ საკუთარ ამოცანებზე ვართ კონცენტრირებული. გვინდა ისე ვითამაშოთ, როგორც ნორვეგიასთან მეორე ტაიმში.

რაც შეეხება ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ფეხბურთელების გაშვებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია სფფ-სთვის და ქვეყნისთვის. ევროპამ უნდა დაინახოს, რომ ამ დონის ტურნირის ჩატარება შეგვიძლია.

კალენდარი არასასურველია, მაგრამ ასეთ დროს ფედერაციისა და 21-წლამდელების ხელმძღვანელებს ვესაუბრებით, რაც კომპრომისების პოვნაში გვეხმარება. რამდენიმე მოთამაშე უკვე შეუერთდა 21-წლამდელთა ნაკრებს – საზონოვი, სიგუა, მექვაბიშვილი, წიტაიშვილი. დანარჩენებზეც ვიმსჯელებთ. 21-წლამდელთა ნაკრებს ფეხბურთელები კვლავ შეუერთდებიან, თუმცა შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ და არა კვიპროსის.

გიორგი გველესიანს ერთი წელია ვაკვირდებოდით და მიმაჩნია, რომ შანსს იმსახურებს. მანამდე ჩვენი სამწვრთნელო სტაფი მას კარგად არ იცნობდა. ბევრს მიაჩნია, რომ ის უფრო ადრე უნდა გამოგვეძახებინა, თუმცა ვფიქრობთ, ის ახლაა მზად ეროვნულ ნაკრებს დაეხმაროს.

მატჩის წინ ტაქტიკას არ ვამხელ. კვიპროსი და შოტლანდია განსხვავებული გუნდები არიან და მატჩის წინ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ რა სქემით უნდა ვითამაშოთ.

გასვლაზე ზედიზედ ორი მატჩის ჩატარება იოლი არაა, ბევრი მგზავრობა გვიწევს. თუმცა ასეთია კალენდარი და ამაზე არ ვფიქრობთ. მნიშვნელოვანია, როცა ფეხბურთელები შეკრებაზე კარგი განწყობით ჩამოდიან. ძალიან ვამაყობ, რომ რამდენიმე ფეხბურთელს წარმატებული სეზონი ჰქონდა.

მიქაუტაძემ შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარა. საქმე არა მხოლოდ გოლებში, არამედ მიდგომებსა და დისციპლინაშია. მას უფრო ძლიერ გუნდში თამაშიც შეუძლია. მთავარია, სადაც იქნება, სათამაშო დრო ჰქონდეს და ამით ნაკრებსაც წაადგება.

ვერ გეტყვით, არის თუ არა ახლა გამოძახებული შემადგენლობა ოპტიმალური. კვარაცხელიას გადატვირთული სეზონი ჰქონდა. მაგრამ, ადგილზე ვნახავთ, ვინ რა მდგომარეობასა და კონდიციებშია.

შოტლანდიას კარგი დასაწყისი ჰქონდა და დამაჯერებლად ლიდერობს. მაგრამ ახლა მხოლოდ კვიპროსთან მატჩზე ვფიქრობ.

თუ ბოლომდე დავიხარჯებით, ჩვენს კარში გოლის გატანა საკმაოდ რთული იქნება.

სურვილები კარგია, თუმცა ამისთვის აუცილებელია, ბევრი ვიშრომოთ, ვივარჯიშოთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა მომავალზე: მე მიყვარს ნაპოლი. გულშემატკივრებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ

ანდრო ბითაძე იტალიაში გადავიდა