ბელგიაში ნამდვილი სიგიჟეები იყო, იშვიათად ხდება ასეთი რამ.
45-ე წუთზე ლიდერი „გენკი“ იყო, 46-ზე „უნიონი“, 89-ე წუთზე ისევ „გენკი“, ხოლო 94-ე წუთზე ჩემპიონი „ანტვერპენი“ გახდა.
ნახეთ რა ხდებოდა:
ბოლო ტურის წინ ლიდერი „ანტვერპენი“ იყო 46 ქულით. ამდენივე ჰქონდა „უნიონს“, „გენკს“ – 45, „ბრიუგეს“ – 33. პირველი მესამეს ეთამაშებოდა, ხოლო მეორე მეოთხეს.
„უნიონმა“ 46-ე წუთზე გაუტანა „ბრიუგეს“, „გენკი“ 2:1 დაწინაურდა „ანტვერპენთან“ 75-ე წუთზე.
89-ე წუთამდე ლიდერი „უნიონი“ იყო, მაგრამ ამ დროს გოლი გაუშვა და პირველ ადგილზე გადავიდა „გენკი“.
მე-4 წამატებულ წუთზე „ანტვერპენმა“ მცველის ტობი ალდერვეირელდის დარტყმით ანგარიში გაათანაბრა და ლიდერი გახდა, ფრეს 2:2 მიაღწია და პირველად გახდა ჩემპიონი 1957 წლის შემდეგ და მეხუთედ ისტორიაში.
„ანტვერპენმა“ ჩემპიონატი 47 ქულით დაასრულა, „გენკს“ და „უნიონს“ 46 დაუგროვდათ.
GIPHY App Key not set. Please check settings