in

ფოტო: ფეხბურთელი მანქანით სპორტდარბაზში შევარდა, სადაც ბავშვები თამაშობდნენ

ბელგიაში ფეხბურთელმა სპორტდარბაზის კედელი გაანგრია ავტომობილით, რომელსაც 200 კმ/სთ სიჩქარით მართავდა.

„ლევენის“ ნახევარმცველის სოფიან კიინის მანქანა გზიდან ჰაერში აიწია, რამდენიმე მეტრი იფრინა და დარბაზის კედელს შეეჯახა.

ამტკიცებენ, რომ ფეხბურთელის „მერსედესი“ 200 კმ/სთ სიჩქარით მიჰქროდა, როდესაც შეზღუდვა 90 კმ/სთ-მდე იყო.

„ავარიის დროს შენობაში ბავშვები იმყოფებოდნენ, მაგრამ ისინი ზუსტად შეჯახების წინ გასახდელში წავიდნენ“, – აცნობა ადგილობრივმა სპორტულმა ჩინოვნიკმა ფაბიან პავონმა.

კიინი გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გადაიყვანეს, მას მრავალი დაზიანება აქვს, თუმცა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. აი შარში კი უეჭველი გაჰყო თავი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფოტო: ფანებმა უკმაყოფილება გენიალური საშუალებით გამოხატეს – გაჭრა

ეს ყველაფერი შენ, თუ დაბრუნდები: რას აძლევს ბარსა მესის