in

ხვიჩას იტალიის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცეს

სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელად 22 წლის ქართველი ბიჭი აღიარეს. რამხელა წარმატებაა.

იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში, „სამპდორიასთან“ მატჩამდე „ნაპოლის“ ქართველ თავდამსხმელს, ხვიჩა კვარაცხელიას გადავსებულ „სტადიო მარადონაზე“ სერია ა-ს საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გადასცეს.

კვარა პირველი ქართველია, რომელიც ტოპ 5 ლიგაში წლის საუკეთესოდ დაასახელეს.

აღსანიშნავია, რომ ხვიჩა ასევე გახდა ჩემპიონატის საუკეთესო ასისტენტი 10 საგოლე პასით.

„ნაპოლიდან“ ჯილდოები ასევე მიიღეს: ლუჩანო სპალეტიმ (საუკეთესო მწვრთნელი), კიმ მინ-ჯემ (საუკეთესო მცველი) და ვიქტორ ოსიმენმა (საუკეთესო თავდამსხმელი).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვნახე უნიკალური კადრები და განვიცადე დაუვიწყარი ემოციები: ხვიჩა მთელ გუნდს მადლობას უხდის

ბელგიას მთავარი გოლეადორი არ ეყოლება: საქართველოს მესამე მეტოქემაც დაასახელა შემადგენლობა