in

ვნახე უნიკალური კადრები და განვიცადე დაუვიწყარი ემოციები: ხვიჩა მთელ გუნდს მადლობას უხდის

„ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი გახდა, ხვიჩა კვარაცხელია კი მთელი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი. ლიგის ქართველმა ახალწვეულმა ფურორი მოახდინა, პუბლიკას თავი შეაყვარა, ქართველები სამშობლოდან ნეაპოლში აფრინა და უდიდესი მომავლის მქონე ფეხბურთელის სახელიც დაიგდო.

წუხელ „ნაპოლიმ“ ბოლო მატჩი ითამაშა, ხვიჩა მატჩამდე დააჯილდოვეს და კუთვნილი ჯილდო გადასცეს, თამაშის შემდეგ კი მთელი გუნდის დაჯილდოება გაიმართა.

ქართველმა ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა, რომელიც „ნაპოლის“ ოფიციალურ გვერდზე დევს:

„გუნდის გარეშე ვერასდროს მოვიგებდი, მადლობას ვუხდი ჩემს თანაგუნდელებს ამ შესანიშნავი სეზონისთვის.
ვფიქრობ, რომ MVP-ის ჯილდოს მხოლოდ მე არ ვიმსახურებდი, არამედ მთელი გუნდი. აქ არიან შესანიშნავი ფეხბურთელები.
რომელი იყო სეზონის საუკეთესო მომენტი?
„უდინეზესთან“ მატჩის საღამო, სკუდეტოს მოპოვების მატჩი. მე ვნახე უნიკალური კადრები და განვიცადე დაუვიწყარი ემოციები. ახლა უნდა გავაგრძელოთ, რადგან ეს პირველი ნაბიჯიაა“.

22 წლის თავდამსხმელი პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ტოპ 5 ლიგაში წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. კვარაცხელიამ ჩემპიონატი 12 გოლით და 10 საგოლე გადაცემით დაასრულა და, საუკეთესო მოთამაშის სტატუსთან ერთად, სეზონის საუკეთესო ასისტენტიც გახდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნაპოლიმ სეზონი მოგებით დაასრულა: ხვიჩამ სრულად ითამაშა და იდენტურად შეაფასეს

ხვიჩას იტალიის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცეს