ლუის ენრიკეს სურს, რომ „ნაპოლიში” 8 მილიონი ევრო მისცენ წელიწადში და თან გადასახადების გარეშე, სუფთად.
ასეთია ესპანელი მწვრთნელის მოთხოვნა, რომლის ხელფასმა შესაძლოა გადასახადებიანად 11.5 მლნ შეადგინოს.
კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მზადაა წავიდეს სერიოზულ დათმობაზე და ენრიკესთვის გამონაკლისი დაუშვას.
„ნაპოლის“ ბოსი ასევე განიხილავს ვინჩენცო იტალიანოს („ფიორენტინა“), სერჟიო კონსეისაოს („პორტო“) და ტიაგო მოტას („ბოლონია“) კანდიდატურებს.
ცნობილია, რომ სეზონის დასრულებისას ლუჩაო სპალეტი მიდის გუნდიდან.
ეს კლუბში ოფიციალურად დაადასტურეს.
„სპალეტი თავისუფალი ადამიანია. მისი კონტრაქტი ერთი წელი კიდევ ძალაშია, მაგრამ მას გაჩერება უნდოდა. როგორ ვუთხრა უარი? იმდენი რამ მოგვცა. მადლობელი ვარ მისი“, – განაცხადა დე ლაურენტისმა Che Tempo Che Fa-სთან საუბარში.
ამასობაში ირკვევა, რომ „ნაპოლიში“ დაბრუნება უნდა კალიდუ კულიბალის.
„ჩელსიში“ მოთამაშე სენეგალელს განიხილავენ კორეელი კიმის შემცვლელად, რომელიც დიდი ალბათობით წავა ნეაპოლიდან.
„ნაპოლის“ რეაგირება ჯერ არ ჰქონია, „ჩელსიში“ ვითარების გარკვევა-დალაგებას და ხელსაყრელ მომენტს ელოდება.
კულიბალი ნეაპოლში 2014-დან 2022 წლებში თამაშობდა.
GIPHY App Key not set. Please check settings