in

ახლა უფრო ლუის ენრიკეო… ნაპოლის ამბები

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ამასწინ განაცხადა, რომ ხუთ მწვრთნელს ესაუბრა მომავალ თანამშრმლობაზე. იტალიური პრესა კი წერს, რომ მთავარი ფავორიტი გამოიკვეთა და ეს ესპანეთის ნაკრების ყოფილი დამრიგებელი ლუის ენრიკეა.
დე ლაურენტისი 53 წლის სპეციალისტს 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, რომლის ჯამური ღირებულება 10 მილიონი ევროა მატების პერსპექტივით.
თუმცა გავიხსენოთ, რომ არც თუ დიდი ხნის წინ „ატალანტას“ ჯანპიერო გასპერინიზეც ითქვა, უეჭველი ის მიდის „ნაპოლიშიო“.

აურელიო დე ლაურენტისისა და ლუჩანო სპალეტის შესახებ ისაუბრა ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანკარლო დოტომ. მისი თქმით, მათი ხასიათიდან გამომდინარე, კონფლიქტი გარდაუვალი იყო.
„არიან ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს ვერასდროს გაუგებენ. მათი კონფლიქტის შესახებ ჭორები გასულ სეზონშიც არსებობდა, მაშინ, როდესაც გუნდს საქმეები არც ისე კარგად მისდიოდა. აქამდე მათი შუამავალი ჯუნტოლი იყო.
ვინ გაწვრთნის „ნაპოლის“? დე ლაურენტისს რაფა ბენიტესთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. ასევე არ გამოვრიცხავ ანტონიო კონტეს ვარიანტს. ვფიქრობ, ყველაზე რეალური სწორედ ეს ორი კანდიდატია“, – განაცხადა დოტომ.

ამასობაში პრესა იმასაც წერს, რომ კრისტიანო ჯუნტოლი „იუვენტუსს“ 5-წლიან ხელშეკრულებაზე მოელაპარაკა, თუმცა ჯერჯერობით რჩება „ნაპოლის“ სპორტულ დირექტორად, რადგან საჭიროა აურელიო დე ლაურენტისის თანხმობა.
51 წლის ჯუნტოლი „ნაპოლიში“ 2015 წელს მივიდა. ის მიიჩნევს, რომ „ნაპოლის“ ჩემპიონობით ციკლი დასრულდა და ახალი საქმის დროა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩაკვეტაძე კონფერენს ლიგის ასისტენტებში ყოფილა

ნაპოლის პრეზიდენტმა რომის პაპს საჩუქრები მიართვა: ხვიჩას ავტოგრაფიანი ბურთიც