in

ლუის ენრიკე ნაპოლის უარს ეუბნება: გამოჩნდა ახალი ვარიანტი

ლუის ენრიკეს დანიშვნა „ნაპოლიში“ თითქოს გადაწყვეტილად ჩანდა. ესპანელმა მწვრთნელმა და კლუბის პრეზიდენტმა გარანტიებზე, წამყვანი ფეხბურთელების დატოვებაზე, მაღალ ხელფასზე (8 მლნ) წარმატებით დაილაპარაკეს და უცებ ირკვევა, რომ… საქმე შეჩერდა და გამოჩნდა ახალი ფავორიტი.

აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ ლუის ენრიკესთან მოლაპარაკებები ჰქონდა, მაგრამ აღნიშნა, რომ ესპანელს გული პრემიერლიგისკენ მიუწევს. როგორც ჩანს, რაღაცას ინგლისიდანაც დაჰპირდნენ 51 წლის სპეციალისტს (ამბობენ, „ტოტენჰემიო“).

რაც შეეხება „ნაპოლის“, გამოჩნდა ახალი რეალური კანდიდატი – სერჟიო კონსეისაო, რომელიც „პორტოს“ მწვრთნელია.

48 წლის კონსეისაო (56 მატჩი, 12 გოლი პორტუგალიის ნაკრებში) კარგად იცნობს იტალიურ ფეხბურთს. თავის დროზე უთამაშია „ინტერში“, „ლაციოსა“ და „პარმაში“.
როგორც მწვრთნელს სამშობლოში მოგებული აქვს ჩემპიონის ტიტული (3), თასი (2), ლიგის თასი და სუპერთასი (3).
ჩემპიონთა ლიგაზე კი ორჯერ არის გასული მეოთხედფინალში.

Sky Sports Italia და ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ამბობენ, რომ კონსეისაო რეალურია და პორტუგალიელის ხელფასიც კი გაარკვიეს – 4 მილიონი.

კონსეისაოს ალტერნატივად რჩებიან ვინჩენცო იტალიანო (ფიორენტინა) და ტიაგო მოტა (ბოლონია).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველოს მეტოქე: ნიდერლანდებმა შემადგენლობა დაასახელა – მაგარი კლუბების ბიჭები

ხვიჩა კიდევ ერთ წლის სიმბოლურში: ESPN-მა კვარა ნახევარდაცვაში დააყენა