წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის „დინამოს“ ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩი სტუმრად ესპანეთში „ბარსელონეტას“ წინააღმდეგ ჩაატარა და 6:13 წააგო.
დინამოელთაგან გოლები საბა ტყეშელაშვილმა, ხვიჩა ჯახაიამ, გიორგი მაგრაქველიძემ, ბესიკ ახვლედიანმა და სტეფან პიეშივაცმა (2) გაიტანეს.
პირველი მეოთხედი ჩვენებმა მინიმალური ანგარიში 1:2 წააგეს. ასეთივე ანგარიშით დასრულდა მეორე მეოთხედი.
აი მესამე პერიოდში კი მასპინძლებმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს (6:2) და მერე გამარჯვებამდე თამაშის მიყვანა აღარა გასჭირვებიათ.
„დინამომ“ ჩემპიონთა ლიგა 2 მოგებით დაასრულა და 8 გუნდში მე-7 ადგილი დაიკავა.
პლეი ოფის საგზურები A ჯგუფიდან „ბარსელონეტამ“, „პრო რეკომ“, „ოლიმპიაკოსმა“ და „იადრანმა“ მოიპოვეს.
GIPHY App Key not set. Please check settings