in

ლოჩოშვილის ასისტს რა მნიშვნელობა აქვს: კრემონეზე დამთავრდა

„კრემონეზეს“ ბოლო მატჩების შედეგების გამო მცირე იმედი გაუჩნდა, მაგრამ ახლა საბოლოოდ გადაიწურა. გუნდმა ორი ტურით ადრე შინ წააგო უმოტივაციო „ბოლონიასთან“ – 1:5. არადა, მოგების შემთხვევაში კონკურენტთან სხვაობას 3 და 4 ქულამდე დაიყვანდა. მოკლედ, ცალკე „სპეციამ“ ივარგა და ცალკე „კრემონეზემ“ ისევ წაიფორხილა. ასეა თუ ისე, მოსალოდნელც იყო და მოსახდენი მოხდა – ლუკა ლოჩოშვილის გუნდი გავარდა.

ერთადერთი კარგი ისაა, რომ ქართველმა მცველმა სტატისტიკაში საგოლე პასი მიითვალა. ლუკა ძირითადში არ ყოფილა. ის მოედანზე 59-ე წუთზე შევიდა, როდესაც მასპინძლები 0:3-ს აგებდნენ. ბოლონიელებმა მეოთხე მალევე გაიტანეს, მერე მეხუთეც მიაყოლეს. „კრემონეზემ“ ერთადერთი ბურთი 90+წუთზე გაქვითა – ლოჩოშვილის პასით ჩიოფანიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საქართველოს ნაკრების მცველმა Flashscore.com-ის მიხედვით 6,8 ქულა მიიღო, უფრო დაბალი შეფასებები მისცეს Sofascore.com-მა (6,7) და Whoscored.com-მა (6,3).

„კრემონეზეს“ 36 მატჩის შემდეგ 24 ქულა აქვს, მე-19 ადგილზეა და ბოლო სამი ადგილიდან ვეღარ ამოძვრება – „სპეციას“ 31 ქულა აქვს, „ვერონას“ 30.

ლოჩოშვილს ჩემპიონატის 24 მატჩში 1 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს.

კრემონეზე – ბოლონია 1:5
გოლები: 0:1 არნაუტოვიჩი (14), 0:2 ფერგიუსონი (27), 0:3 პოში (45+1), 0:4 ორსოლინი (62), 0:5 სანსონე (80), 1:5 ჩიოფანი (90+1)
გაძევება: ორსოლინი (73)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩამ შეიძლება არ ითამაშოს

მიქაუტაძემ ისევ გაიტანა, მაგრამ… მეცის შანსები შემცირდა