in

ხვიჩამ შეიძლება არ ითამაშოს

„ნაპოლიმ“ ჩემპიონატის ბოლო 4 მატჩში 1 მოიგო, უკვე ჩემპიონია და, როგორც ჩანს, დიდად თავს აღარ იკლავს. სპალეტიმ მცირე როტაციებსაც მიმართა და თადარიგის ფეხბურთელებს მეტ შანსს აძლევს. ჩემპიონი ხვალ ოთხეულისთვის მებრძოლ „ინტერს“ შინ დაუხვდება. ამ შეხვედრაში სამწუხაროდ შესაძლოა მონაწილეობა ვერ მიიღოს ხვიჩა კვარაცხელიამ.

ვარჯიშზე ჩვენიანი ინდივიდუალურად ემზადებოდა, მათ შორის დარბაზში, რისი მიზეზიც ხუთშაბათის ვარჯიშზე მიღებული ტრავმაა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულად თამაშობს და მეტოქეებს პრობლემებს უქმნის, ხვიჩას უკვე 11 თამაშია (ყველა ტურნირზე) შედეგიანი მოქმედება არ აქვს, აქ ნაკრების მატჩებიც იგულისხმება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ორ შეხვედრაში სპალეტიმ კვარა თადარიგში დატოვა და მოედანზე მეორე ტაიმიდან ჩართო.

რაც შეეხება ტრავმას, ის იმედია სერიოზული არ არის და არანაირი გართულება არ მოჰყვება, რადგან დაახლოებით ერთ თვეში ხვიჩა საქართველოს სჭირდება – ეროვნულ ნაკრებს ორი შესარჩევი მატჩი აქვს ივნისში, ხოლო ახალგაზრდული საქართველო შინ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სპალეტის ნაპოლიში ფრთებს არ დააჭრიან: მწვრთნელი ჩემპიონის რანგში მიდის

ლოჩოშვილის ასისტს რა მნიშვნელობა აქვს: კრემონეზე დამთავრდა