in

რამდენი მილიონი იშოვა ნაპოლიმ ჩემპიონთა ლიგაზე

„ნაპოლის“ წელს უდაოდ მაგარი სეზონი ჰქონდა. გუნდი ქვეყნის ჩემპიონი გახდა 33-წლიანი პაუზის შემდეგ. ასევე ისტორიაში პირველად გააღწია ჩემპიონთა ლიგის/თასის ¼ ფინალში. თუმცა გულის სიღრმეში მაინც არის დანაკლისის განცდა, რადგან ნეაპოლელებს ლიგაზე უფრო შორს წასვლაც შეეძლოთ. ასეა თუ ისე, რაც მოხდა მოხდა და გუნდს უკვე შეუძლია შემოსავლების დათვლა.

აღმოჩნდა, რომ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნილმა იტალიურმა გუნდებმა („ნაპოლი“, „იუვენტუსი“, „მილანი“) 216 მილიონი ევროს შემოსავალი მიიღეს.

15,64 მლნ ევრო ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობისთვის ერგებათ, რასაც ჯგუფში მიღწეული შედეგებისთვის ბონუსები დაემატა. ამ მხრივ „ნაპოლი“ პირველ ადგილზეა და 15 მილიონზე მეტი დააგროვა. გუნდმა დამატებითი ფული მერვედფინალსა და მეოთხედფინალში გასვლისთვისაც მიიღო. მოკლედ, ჯამში დაახლოებით 78 მილიონი ევრო გამოვიდა.

ნახევარფინალში გასული „მილანი“ დაახლოებით 85 მლნ ევროს მიიღებს, „იუვენტუსი“ კი 53 მლნ ევროს.

რეკორდსმენი ლოგიკურია, რომ ფინალში გასული „ინტერია“, რომელმაც ამ მიღწევისთვის უკვე იშოვა 100 მლნ ევრო. თასის აღების შემთხვევაში ბუნებრივია თანხა მოიმატებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვაკო ტურის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

7 კაცამ ტურნირი მოიგო, 7 ქალა ვერცხლს დასჯერდა