„ბარსამ“ ლა ლიგაში წარმატება აღნიშნა. საჩემპიონო აღლუმი ფერადი და ლამაზი გამოვიდა.
„ბარსელონას“ ქალთა და კაცთა გუნდებმა ჩემპიონის ტიტული ერთად იზეიმეს.
პოლიციის მონაცემებით, აღლუმზე 76 ათასი ადამიანი მივიდა. ფეხბურთელებიანი ავტობუსები „კამპ ნოუდან“ ტრიუმფალურ თაღამდე მივიდნენ.
ფეხბურთელებმა გულშემატკივრებს შარფი და მაისურები გადაუყარეს. მწვრთნელმა ჩავიმ კი ქომაგებს ლუდი გაუნაწილა.
ფრენკ კესიემ და რობერტ ლევანდოვსკიმ ცეკვის ოსტატობა გამოავლინეს, ჟიულ კუნდე უსმან დემბელეს მაისურით მივიდა.
ქალთა „ბარსელონამ“ ჩემპიონობა ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა, კაცებისამ პირველად ბოლო ოთხ წელიწადში.
GIPHY App Key not set. Please check settings