in

მიქაუტაძე ლაციოში იმობილეს შემცვლელად

საქმეს ისეთი პირი უჩანს, საფრანგეთის ლიგა 2-ის ბომბარდირს, გიორგი მიქაუტაძეს “მეცში” დიდი ხნით ყოფნა არ მოუწევს, რამეთუ მისი სამსახურით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული. Noi Biancocelesti იტყობინება, რომ ქართველი “ლაციოში” ჩირო იმობილეს ახალი ალტერნატივა საფრანგეთიდან მიდის:

“ლაციოს” სატრანსფერო ბაზარზე ჩირო იმობილეს შემცვლელი საფრანგეთიდან მოდის. საუბარია “მეცის” 22 წლის თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძეზე, რომელიც საფრანგეთის სერია B-ში თამაშობს. ახალგაზრდა და პერსპექტიულმა ფეხბურთელმა ამ სეზონში თავი 22 გოლითა და 7 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ქართველი ტიპიური ცენტრფორვარდი არაა, ვინაიდან მისი სიმაღლე მხოლოდ 176 სანტიმეტრია, მოძრაობებით ძალიან ჰგავს დრის მერტენსს და ეს მიუხედავად იმისა, ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობს.

ის სწრაფია, კარგი ტექნიკის და საგოლე ალღოს მქონეა, რის გამოც რამდენიმე ევროპული კლუბის ყურადღება მიიქცია და კარგი სეზონის ჩატარების გათვალისწინებით, მისი სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა. “ლაციო” ცდილობს სხვა ევროპული კლუბების კონკურენცია დასძლიოს, რომლებსაც უნდათ ისეთივე ხმაურიანი ტრანსფერი გაჩარხონ, როგორიც “ნაპოლიმ” განახორციელა გიორგის თანამემამულე კვარაცხელიას შეძენით”.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დინამო განთესილი აღარ არის და შედარებით ძლიერი გუნდი შეხვდება

ბარსას ჩემპიონობა 76 ათასმა კაცმა აღნიშნა: ჩავი ფანებს სასმელს ურიგებდა, ფეხბურთელები მაისურებს – ფოტო