in

ელიტური ქართველობა რჩება: კაშიამ და კანკავამ სლოვანთან კონტრაქტები გააგრძელეს

ქართველების „სლოვანი“ წესით და რიგით ქვეყნის ჩემპიონი გახდება, წინა ტურში უშუალო კონკურენტის დამარცხების შემდეგ თითქმის გაინაღდა პირველობა. ამასობაში კი კლუბმა სამომავლო პერსპექტივებზეც იზრუნვა და ორ ქართველთან კონტრაქტის გაგრძელებას მოაბავა თავი.
გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ გუნდთან ერთი წლით გაახანგრძლივეს კონტრაქტები.

ამაზე „სლოვანის“ გენერალურმა დირექტორმა ივან კმოტრიკმა ისაუბრა.

„ელიტური დუეტი, ჯაბა კანკავასა და გურამ კაშიას შემადგენლობით, მომავალ სეზონსაც ჩვენს კლუბში გაატარებს. მათ თავიანთი თამაშით დაიმსახურეს ის, რომ იყვნენ ჩვენი ოჯახის წევრები.
ისინი ყველა თამაშში ჩვენი საყრდენები იყვნენ და ქომაგები მათ უზომოდ აფასებენ. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ორივე მათგანი ჩვენთან გააგრძელებს თამაშს.

რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, ის, დიდი ალბათობით, „სლოვანში“ აღარ დარჩება. შეგახსენებთ, რომ გიორგი კონტრაქტით ჯერაც ბელგიური „გენტს“ ეკუთვნის.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ინტერმა მილანი სამ წუთში მოათავა და ფინალისკენ გაიწია

მეცმა მიქაუტაძეს ფასი დაადო: რამდენად შეელევიან ქართველ ფორვარდს