in

ინტერმა მილანი სამ წუთში მოათავა და ფინალისკენ გაიწია

ჩემპიონთა ლიგაზე მეორე ნახევარფინალის პირველი მატჩი გაიმართა, რომელშიც „ინტერმა“ ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ორი მილანური გუნდის დაპირისპირებაში ინძაგის გუნდი უკეთესი აღმოჩნდა – „ინტერმა“ 2:0 მოიგო.

ორივე გოლი მატჩის დებიუტში გავიდა. მე-8 და მე-11 წუთებზე ედინ ჯეკომ და ჰენრიხ მხითარიანმა გამოიჩინეს თავი.

„მილანს“ ტრავმირებული ლეაო არ ჰყავდა, მაგრამ მაინც უფრო გახსნილი თამაში გადაწყვიტა და… უკვე დებიუტში დაისაჯა.

„ინტერმა“ 18-ჯერ დაარტყა, აქედან ხუთი ზუსტი იყო. „მილანმა“ ერთადერთი ზუსტი დარტყმთ უპასუხა და ისიც მსაჯის მიერ წამატებულ დროში.

კონტრიერიშებზე „ინტერს“ კიდევ ჰქონდა სხვა მომენტები.

საპასუხო შეხვედრა 16 მაისს ჩატარდება.

მილანი – ინტერი 0:2
გოლები: 0:1 ჯეკო (8. ჩალჰანოღლუს პასით), 0:2 მხითარიანი (11. დიმარკოს პასით)

მილანი: მენიანი – კალაბრია (82. კალულუ), კიაერი (59. ტიავი), ტომორი, ერნანდესი – კრუნიჩი, ტონალი – სელემეკერსი (59. ორიგი), ბენნასერი (18. მესიაში), დიასი (82. პობეგა) – ჟირუ

ინტერი: ონანა – დარმიანი, აჩერბი, ბასტონი – დუმფრისი, მხითარიანი (62. ბროზოვიჩი), ჩალჰანოღლუ (78. გალიარდინი), ბარელა, დიმარკო (70. დე ვრეი) – მარტინესი (78. კორეა), ჯეკო (70. ლუკაკუ)

„მილანი“ და „ინტერი“ მეხუთედ შეხვდნენ ერთმანეთს ევროტურნირებში. ჩემპიონთა ლიგაზე ორი წაგებისა და ორი ფრის შემდეგ „ინტერმა“ პირველად მოიუგო „მილანს“.

„ინტერმა“ ზედიზედ მეექვსე თამაში მოიგო საერთო ანგარიშით – 17:1.

„მილანმა“ შეწყვიტა 9-მატჩიანი წაუგებელი სერია.

მილანური დერბის ისტორიაში მესამე შემთხვევაა, რომ „ინტერმა“ ერთ სეზონში „მილანი“ 3-ჯერ დაამარცხა. მანამდე, ეს მოხდა 1973/74 და 1994/95 წლების სეზონებში.

გიგზის შემდეგ 37 წლის ჯეკო ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელმაც პლეი-ოფში გაიტანა გოლი.

ედინ ჯეკო მე-11 ფეხბურთელია, ვინც ჩემპიონთა ლიგის (თასის) ნახევარფინალში ორი სხვადასხვა გუნდის („რომა“, „ინტერი“) მაისურით გაიტანა. აქამდე, ეს მოახერხეს ფილიპ კოკუმ, კრიშტიანო რონალდომ, რობერტ ლევანდოვსკიმ, ფერნანდო მორიენტესმა, დიტერ მიულერმა, ჯი-სუნ პარკმა, დეიან სავიჩევიჩმა, ანდრეი შევჩენკომ, ფერნანდო ტორესმა და ზინედინ ზიდანმა.

„ინტერი“ მხოლოდ მეოთხე გუნდია, ვინც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში პირველ 11-წუთში მიაღწია 2-ბურთიან უპირატესობას.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველოს ევროპული მეტოქეები ცნობილია: რა მოგვიტანა წილისყრამ

ელიტური ქართველობა რჩება: კაშიამ და კანკავამ სლოვანთან კონტრაქტები გააგრძელეს