in

საქართველოს ევროპული მეტოქეები ცნობილია: რა მოგვიტანა წილისყრამ

დიუსელდორფში ხელბურთში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვნენ.

ჩემპიონატი 2024 წლის 10-28 იანვარს გერმანიაში გაიმართება და მასში მონაწილეობას 24 ნაკრები მიიღებს. თამაშები მანჰაიმის ap Arena-ზე გაიმართება.

საქართველოს ნაკრები E ჯგუფში მოხვდა. ჩვენი მეტოქეები არიან: შვედეთი, ნიდერლანდები და ბოსნია.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საუკეთესო მესამეადგილოსნების ოთხეულში მოხვდა და ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშებს.

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფები:

A ჯგუფი: საფრანგეთი, გერმანია, ჩრ. მაკედონია, შვეიცარია.
B ჯგუფი: ესპანეთი, ავსტრია, ხორვატია, რუმინეთი.
C ჯგუფი: ისლანდია, უნგრეთი, სერბეთი, მონტენეგრო.
D ჯგუფი: ნორვეგია, სლოვენია, პოლონეთი, ფარერები.
E ჯგუფი: შვედეთი, ნიდერლანდები, ბოსნია-ჰერცეგოვინა, საქართველო.
F ჯგუფი: დანია, პორტუგალია, ჩეხეთი, საბერძნეთი.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების კალენდარი:

11 იანვარი
ნიდერლანდები – საქართველო

13 იანვარი
საქართველო – შვედეთი

15 იანვარი
ბოსნია – საქართველო

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზედიზედ მესამედ: მიქაუტაძე და დავითაშვილი ისევ სიმბოლურში არიან

ინტერმა მილანი სამ წუთში მოათავა და ფინალისკენ გაიწია