ეს უკვე სახუმარო საქმე არ არის: ორი ქართველი ფეხბურთელი ზედიზედ სამჯერ მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში. საუბარია ლიგა 2-ზე, რომელსაც ალბათ თავადაც არ ახსოვს მსგავსი რამ.
სიმბოლურ ნაკრებს ტურნირის ოფიციალური გვერდი ადგენს.
შეგახსენებთ, 34-ე ტურში „მეცის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ „ნიორთან“ გასვლით მატჩში დუბლი შეასრულა, ხოლო ზურიკო დავითაშვილის ერთადერთი გოლით „ბორდომ“ შინ „კაენი“ 1:0 დაამარცხა.
მიქაუტაძე მარცხენა ფლანგზეა, დავითაშვილი კი – მარჯვნივ.
ორივე ჩვენიანი 32-ე და 33-ე ტურის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა.
აქვე გაგახსენებთ, რომ მიქაუტაძე აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელობისთვისაც იბრძვის.
მიქაუტაძე შესაძლოა აპრილის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდეს: მიეცი ხმა
GIPHY App Key not set. Please check settings