in

ორი ქართველი ერთ სიმბოლურში: მიქაუტაძე და დავითაშვილი ტურის გუნდში არიან

კარგი ამბებია საფრანგეთიდან. ლიგა 1-ში გადასასვლელად ორი „ქართული“ გუნდი იბრძვის და ახლა გადამწყვეტი თამაშები აქვთ. თუ გიორგი მიქაუტაძე სტაბილურად ჩამოყალიბდა „მეცის“ წამყვან მოთამაშედ, ზურიკო დავითაშვილს ჯერ კიდევ უწევს შესაძლებლობების დამტკიცება. ლიგა 2-ის ბოლო ტურში ორივე ჩვენიანმა მაგრად ითამაშა და დაუფასდათ კიდეც – მიქაუტაძეც და დავითაშვილიც ტურის სიმბოლურში მოხვდნენ.
ცხადია აქამდე არასოდეს მომხდარა, რომ ორი ქართველი ერთდროულად მოხვედრილიყო ლიგა 2-ის სიმბოლურში.

შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძემ „სენტ ეტიენთან“ დუბლი შეასრულა და გასვლით მატჩში „მეცის“ გამარჯვებაში (3:1) გადამწყვეტი როლი ითმაშა.
ზურიკო დავითაშვილმა საშინაო შეხვედრაში „გრენობლს“ გაუტანა და „ბორდოს“ გამარჯვებასა (3:0) და მეორე ადგილზე დაბრუნებაში თავისი როლი ითამაშა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტვიტერზე ისტორიაში ტოპ 20 ფოტო აირჩიეს: აქ არიან მესი და რონალდო, პელე და მარადონა და ნაპოლიც…

კიტემ გაიტანა და შტურმს მოგებაში დაეხმარა