საფრანგეთში ორი ქართველი ფეხბურთელი ერთმანეთს ეჯიბრება ლიგა 1-ში დასაწინაურებლად. ბოლო ტურის შეხვედრებში ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ ივარგა და თამაში მოიგო, ხოლო გიორგი მიქაუტაძის „მეცმა“ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა . მიუხედავად ამისა, ორივე ჩვენიანი ისევ გამოარჩიეს და ლიგა 2-ის 33-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ. საუკეთესოები ლიგა 2-ის ოფიციალურმა გვერდმა დაასახელა.
მიქაუტაძემ „პარიზთან“ საშინაო შეხვედრაში პენალტი გამოიყენა (1:1). დავითაშვილს „ვალანსიენთან“ გასვლაზე მოგებულ (2:0) თამაშში ძალიან აქტიური იყო.
აღსანიშნავია, რომ ქართველები ტურის რჩეულებში ერთად ზედიზედ მეორედ მოხვდნენ, ლიგა 2-ის ოფიციალურმა გვერდმა ისინი წინა, 32-ე ტურშიც გამოარჩია.
მიქაუტაძე სიმბოლურში უკვე მესამედაა.
GIPHY App Key not set. Please check settings