in

მილანთან ფრე მაინც კარგი შედეგია: ბოლომდე ვიბრძოლებთ გულშემატკივრებისთვის და ამ მაისურისთვის – ლუკა ლოჩოშვილი

ლუკა ლოჩოშვილმა ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა „კრემონეზეს“ რიგებში, რომელმაც ლამის მთელი სეზონის მატჩი მოიგო – სტუმრად „მილანს“ ამარცხებდა, მაგრამ გოლი მსაჯის მიერ წამატებულ დროში გაუშვა და ფრეს დასჯერდა.

კრემონეზეს სენსაციამდე წამები დააკლდა: ლოჩოშვილი მაგარი იყო

თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა „კრემონეზეს“ ქართველმა მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა:

„რთული მატჩი იყო, სამ ქულასთან ახლოს ვიყავით, ცოტა იმედგაცრუებაა ბოლო წუთებში გოლების გაშვება, მაგრამ ეს მაინც დადებითი შედეგია, რადგან „სან სიროზე“ ვთამაშობდით „მილანის“ წინააღმდეგ.

ვფიქრობ, ბოლო რამდენიმე მატჩში ცოტა მეტს ვიმსახურებდით. ბოლომდე ვაგრძელებთ ბრძოლას და ვეცდებით ქულების მოპოვებას, რადგან დღესაც დავინახეთ, რომ ყველაფერი შესაძლებელია.

სპეციასთან მატჩი? ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ შინ ვთამაშობთ ჩვენი გულშემატკივრების თვალწინ, სადაც ყოველთვის წარმოუდგენელი ატმოსფეროა. დასაკარგი არაფერი გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დადებითი შედეგი მივიღოთ, რათა ბოლომდე გავაგრძელოთ ბრძოლა საკუთარი თავისთვის, ჩვენი გულშემატკივრებისთვის, კრემონისთვის და ამ მაისურისთვის“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კრემონეზეს სენსაციამდე წამები დააკლდა: ლოჩოშვილი მაგარი იყო

ისევ ერთად: მიქაუტაძე და დავითაშვილი ტურის სიმბოლურში ზედიზედ მეორედ მოხვდნენ