ლუკა ლოჩოშვილმა სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ჩვენიანის „კრემონეზე“ „მილანს“ ესტუმრა და ქულა წამოიღო, არადა 3 ქულის მოპოვებაც რეალური იყო – 1:1.
ჩემპიონატის 33-ე ტურის შეხვედრაში 24 წლის ქართველი მცველი „კრემონეზეს“ ძირითად შემადგენლობაში და სრულად ითამაშა, რაც მთავარია დამაჯერებლად.
მილანელები კი უტევდნენ, მაგრამ გოლი საკუთარ კარში მიიღეს – 77-ე წუთზე ოკერეკემ გაიტანა. მასპინძლებმა მხოლოდ 90+3-ე წუთზე გაათანაბრეს.
33 ტურის შემდეგ „კრემონეზე“ 21 ქულით მე-19 ადგილზეა და სერია B-ში გავარდნის რეალური კანდიდატია. კრემონელები მის წინ მყოფ „სპეციასა“ და „ვერონას“ 6 ქულით ჩამორჩებიან.
მომდევნო შეხვედრა „კრემონეზეს“ სწორედ „სპეციასთან“ აქვს, შინ, 6 მაისს.
მილანი – კრემონეზე 1:1
გოლები: 0:1 ოკერეკე (77), 1:1 მესიასი (90+3)
გაძევება: პიკელი (90+6)
GIPHY App Key not set. Please check settings