პიერლუიჯი კაზირაგი „იუვენტუსში“ 4 სეზონი გამოდიოდა, ორჯერ მოიგო უეფას თასი და ერთხელ იტალიის თასი.
მერე 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი „ლაციოში“ გადავიდა, ხოლო კარიერა ლონდონის „ჩელსიში“ დაასრულა.
კაზირაგის ქალიშვილი კარა 22 წლისა, ის კათოლიკურ უნივერსიტეტში სწავლობს და მოდელად მუშაობს.
ხოაკინ კორეამ კარიერა არგენტინაში „ესტუდიანტესში“ დაიწყო, მერე „სევილიაში“ გადაბარგდა, შემდეგ ტრანზიტით „სამპდორიიდან“ „ინტერში“ აღმოჩნდა.
დაახლოებით ერთი წლის წინ მათი შეხვედრები დაიწყო.
ქორწილის გადახდას მონცაში აპირებენ – სწორედ ამ ქალაქში იწყებდა კარიერას გოგონას მამა პიერლუიჯი კაზირაგი.
GIPHY App Key not set. Please check settings