in

დინამო ბერძნულ ვულიაგმენთან დამარცხდა

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-12 ტურის შეხვედრაში თბილისის „დინამომ“ საბერძნეთის „ვულიაგმენს“ უმასპინძლა და 9:14 დამარცხდა.

მეტოქემ გადამწყვეტი უპირატესობა მეორე მეოთხედში მოიპოვა, რომელიც 5:1 მოიგო. დარჩენილ დროში ბერძნები თამაშის მსვლელობას აკონტროლებდნენ და საბოლოოდ თამაშის მოგებაც მოახერხეს.

დინამო – ვულიაგმენი 9:14 (3:2, 1:5, 3:2, 2:5)

დინამო: რაზმაძე, კირიაკიდი, ახვლედიანი, ძიხწიარენკა (1), ტყეშელაშვილი, ვლანოვიჩი (2), ჯახაია, სარიჩი, იმნაიშვილი, მაგრაქველიძე (4), მალიშაუ, პიეშივაცი (2), გვეტაძე

გათამაშების ცხრილში გუნდებს განსხვავებული პოზიცია უკავიათ: „ვულიაგმენი“ პირველ ოთხეულშია და ფინალური ეტაპის საგზურისთვის იბრძვის, „დინამო“ კი მე-7 ადგილზეა.

„დინამო“ ჩემპიონთა ლიგის 2022-2023 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპის ორ დარჩენილ შეხვედრას სტუმრად გამართავს – 13 მაისს „ოლიმპიაკოსს“ (საბერძნეთი), 24 მაისს კი „ბარსელონეტას“ (ესპანეთი) დაუპირისპირდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უეფას ევროპა ამერიკაში გადააქვს: ჩემპიონთა ლიგის ფინალი აშშ-ში?

იუვენტუსი და ინტერი მალე დამოყვრდებიან: ბებერი ქალბატონის ლეგენდის ქალიშვილი ნერაძურის ფეხბურთელს მიჰყვება