GiveMeSport-მა იტყობინება, რომ “მანჩესტერმა” შეიძლება მეკარე დავიდ დე ხეას შემცვლელად გიორგი მამარდაშვილი შეიძინოს.
გამოცემის ცნობით, “მანჩესტერის” მიერ დე ხეასთან კონტრაქტის გახანგრძლივება “სევილიასთან” ხუთშაბათს ევროპა ლიგაზე ჩაგდებულ მატჩამდე გახდა საეჭვო, სადაც მისი საშინელი შოუ ვიხილეთ, “ოლდ ტრაფორდზე” ჩატარებული 12 სეზონის შემდეგ ესპანელის მაღალი ოსტატობა უდავოა, მაგრამ ფეხით თამაშით არ გამოირჩევა, რაც თანამედროვე ფეხბურთში აუცილებელია.
მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი ახალი გუნდის შექმნას აპირებს და 32 წლის დე ხეას დასარჩენად ყოველკვირეული 350-ათასფუნტიანი გასამრჯელოს შემცირებაზე დათანხმება მოუწევს. “ნოტინგემ ფორესტიდან” იჯარიდან დაბრუნდება დინ ჰენდერსონი, რომელსაც
კლუბის ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო გაასხვისებენ, სათადარიგო ჯეკ ბატლენდი “კრისტალ პალასში” დაბრუნდება, მხოლოდ 37 წლის ტიმ ჰიტონი დარჩება, რომელსაც თამაში საერთოდ არ უწევს და მეკარის პოზიციაზე პრობლემები წარმოიშვება.
“დე ხეას შესაძლო შემცვლელთა სიაში ყველაზე მაღალ პოზიციაზე “ვალენსიას” 45 მილიონად შეფასებული მეკარე გიორგი მამარდაშვილია. ამის შესახებ ინფორმაციას სტივ ბეიტსი ავრცელებს (Sunday People-ს მთავარი საფეხბურთო ექსპერტი). მანჩესტერული კლუბი სხვა ვარიანტებსაც განიხილავს – დიოგო კოშტა (პორტუ) და დევიდ რაია (ბრენტფორდი), თუმცა ქართველი პოტენციურ ახალწვეულთა შორის პირველი კანდიდატია.
ეს სრული ქაოსია. შეიძლება დე ხეასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებამ “იუნაიტედის” გარკვეული უსაფრთხოება უზრუნველყოს, მაგრამ ცხადია, თუ ტენ ჰაგს მეკარეთა შემადგენლობის განახლება სურს, ესპანელთან დაკავშირებით გაბედული გადაწყვეტილების მიღება მართებს, – წერს GiveMeSport.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings