in

მხრებზე დიდი ტვირთი მაწევს, მაგრამ გავუმკლავდებ: ხვიჩას ოცნება ამბიციამ მოიტანა

უეფას ყოველკვირეული ჟურნალი „ნაპოლის“ ქართველ თავდამსხმელ ხვიჩა კვარაცხელიას ესაუბრა. ჩვენიანი აღიარებს, რომ ხანდახან დიდი ზეწოლის ქვეშ უწევს თამაში. შესანიშნავი თამაშის გამო მას ჯორჯ ბესტსა და დიეგო მარადონას ადარებენ, რაც ტვირთია.

„მარადონა ნეაპოლში მეფეა. თავიდან წარმოუდგენლად მეჩვენებოდა ჩემი სახელის მის გვერდით დაყენება. აქ მარადონას ნამდვილი კულტია, მეგონა სიზმარში ვცხოვრობდი, როცა შედარება გავიგე. ახლა ამას ვეგუები და ჩემთვის ასეთ დიდებულ ფეხბურთელთან შედარება სასიამოვნოა.

ბავშვობაში მიჭირდა იმის წარმოდგენა, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გავხდებოდი, ძალიან დიდი გამოწვევა იყო პატარა ქვეყნიდან ასეთ დონეზე ასვლა, მაგრამ ჩემი ამბიცია დამეხმარა, რომ ოცნებები რეალობად მექცია.

ნეაპოლი ფეხბურთით ცხოვრობს, იტალიის ლიგა ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და მადლობელი ვარ, აქ მოხვედრით. აქ მაღალი ტემპია და ფეხბურთელები ტექნიკურები არიან. ვფიქრობ, აქაურ სტილს სწრაფად მოვერგე.

დიდ ზეწოლასა და პასუხისმგებლობას ვგრძნობ, ხანდახან მხრებზე ძალიან დიდი ტვირთი მაწევს, მაგრამ ამას გავუმკლავდები. როცა მოედანზე შევდივარ, მთელი ზეწოლა ქრება. ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს – ფეხბურთს ვთამაშობ“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძემ ისევ დუბლი შეასრულა: თამაში შეწყდა – არეულობა ქართველს ბრალდება

მანჩესტერი დეა ხეას შემცვლელად მამარდაშვილს განიხილავს