in ,

მამარდაშვილი მანჩესტერში? წითელი ეშმაკები გიორგის ჰენდერსონის შემცვლელად მოიაზრებენ

საქართველოს ნაკრების და ესპანური “ვალენსიას” ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელიც წლევანდელი ლა ლიგის სეზონის ნამდვილი აღმოჩენაა, მალე შესაძლოა ისეთ დიდ საფეხბურთო კლუბში აღმოჩნდეს, როგორიც “მანჩესტერს იუნაიტედია”. ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS ავრცელებს.

როგორც ესპანური მედია წერს, გიორგი მამარდაშვილს “წითელი ეშმაკების” წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და “ვალენსიაში” მისი ფინანსური პირობებით დაინტერესდნენ. რა თქმა უნდა გიორგის წლევანდელ სეზონში მაღალი დონის თამაში სამომავლოდ გარანტიას იძლევა, თან იწერება, რომ მაჩესტერული გუნდის დატოვება ჰენდერსონს სურს.

გეტყვით იმასაც, რომ, თავის მხრივ, “ვალენსია” აპირებს გიორგი მამარდაშვილისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას, რაც ქართველის გამოსასყიდ თანხად 100 მილიონ ევროს ითვალისწინებს.

მამარდაშვილს ვალენსია კონტრაქტს გაუხანგრძლივებს და გამოსასყიდად 100 მილიონს დააწესებს

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ოქროს ბურთს 17 ოქტომბერს გადასცემენ

კვარაცხელიას ნაპოლიში ივლისის დასაწყისში წარადგენენ