in

ნეაპოლელების აბსურდული თეორია… დაეხმარა თუ არა უეფას დირექტორი მილანს

„ნაპოლისა“ და „მილანის“ ჩემპიონთა ლიგური დაპირისპირება როგორც ჩანს ბოლომდე არ დასრულებულა.

მსაჯებმა, ნებსით თუ უნებლიეთ, „მილანის“ სასარგებლოდ შეცდომები დაუშვეს, რამაც შედეგებზე გავლენა მოახდინა.

ნეაპოლელი გულშემატკივრების ვერსიით, თითქოს „მილანს“ „ნაპოლისთან“ შეხვედრაში უეფას დირექტორი და კლუბის ყოფილი მოთამაშე ზვონიმიორ ბობანი დაეხმარა.

მილანური გამოცემა Dailymilan გამოეხმაურა ამ ვერსიას.

„მილანმა“ „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგიდან ზვონიმირ ბობანის „დამსახურებით“ გამოაგდო. ეს ნეაპოლელების ახალი აბსურდული თეორიაა.
„მილანის“ ყოფილი ფეხბურთელი უეფას საფეხბურთო კომიტეტის ხელმძღვანელი 2021 წლიდან გახდა. აქედან მოდის შეთქმულების თეორია, რომ სწორედ ის დაეხმარა გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლისთან“ გამარჯვებაში. პენალტი ნეაპოლელებსაც დაუნიშნეს და კვარაცხელიამ ვერ გაიტანა“.

ხორვატი ზვონიმირ ბობანი „მილანში“ 10 წელი (1991-2001) გამოდოდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

იტალიაში საქმე ისევ აირია: იუვენტუსს 15 ქულა დაუბრუნეს და მე-3 ადგილზე აიწია

ფროსინონე სერია A-ში გადადის და გაძლიერებას კვერნაძით იწყებს