in

ვიდეო: მამუკელაშვილმა 26 წუთში 16 ქულა ჩააგდო

April 8, 2023, Austin, TX: during the second quarter of the the i-35 Series game against the Minnesota Timberwolves at the Moody Center in Austin, Texas Saturday, April 8, 2023. (Photo by Reginald Thomas II/San Antonio Spurs)

სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“ NBA-ის მიმდინარე სეზონში ბოლოსწინა მატჩი გამართა. ტეხასელებმა ქალაქ ოსტინში „მინესოტას“ უმასპინძლეს და 131:151 დამარცხდნენ. სტუმრებს გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდათ, რადგან პლეი ოფში გასვლის შანსი ჰქონდათ, თუმცა სხვა მატჩის შედეგზეც იყვნენ დამოკიდებულნი. მინესოტელებმა საბოლოო იმარჯვეს, თუმცა პლეი ოფში გასასვლელად პლეი ინში მოუწევთ ბრძლა.

სანდრომ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 26 წუთში 16 ქულა (9-დან 5 ორქულაინი, 4-დან 2 სამიანი), 6 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მამუკელაშვილმა 9-დან 5 ორქულიანი, და 4-დან 2 სამიანი ჩააგდო. მის გუნდში ყველაზე მეტი – 224 ქულა ჯულიან ჩემპეინმა ჩააგდო, საუკეთესო კი სამმაგი დუბლით – 21 ქულა, 12 პასი, 10 მოხსნა – ტრე ჯონსი გახდა.

„სპურსს“ რეგულარული ეტაპის ბოლო მატჩი 9 აპრილს (23:30 თბილისის დროით) ელის. მისი მეტოქე „დალასი“ იქნება. სანანტონიოელებს 21 მოგება აქვთ და ამ სეზონში პლეი ოფი მათ გარეშე ჩაივლის.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნაპოლი მსოფლიოს სამეულშია და ბობოლებს ასწრებს: როგორ აფასებენ ხვიჩას გუნდს

იქნებ ლოჩოშვილმა იმედი დაუბრუნა: ქართველმა მცველმა პირველი გოლი გაიტანა