წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის „დინამომ“ სპლიტის „იადრანს“ უმასპინძლა და 7:12 დამარცხდა. გაგახსენებთ, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე თბილისელებმა ბოლო ორი მატჩი მოიგეს და იმედი გვქონდა, რომ მესამესაც წარმატებით დაასრულებდნენ.
მატჩის ბედი ორი პერიოდის შემდეგ უკვე გარკვეული იყო. სტუმრებმა 4:2 და 4:1 მოიგეს და ამხელა უპირატესობას რომ არ გაანიავებდნენ, ცხადი იყო.
„დინამომ“ მხოლოდ მეოთხე პერიოდი მოიგო, ისიც მინილაურად და ეს საქმეს ბუნებრივია ვერ უშველიდა.
დინამო – იადრანი 7:12 (2:4, 1:4, 1:2, 3:2)
დინამო:რაზმაძე, კირიაკიდი, ახვლედიანი (1), ძიხწიარენკა, ტყეშელაშვილი (3), ვლანოვიჩი, ჯახაია, სარიჩი, იმნაიშვილი (კ., 1), მაგრაქველიძე, მალიშაუ, პიეშივაცი (2), გვეტაძე
იადრანი: მარსელიჩი, ბურიჩი (3), მარინიჩ კრაჯიჩი (3), კაგალი, ბუტიჩი (2), პეიკოვიჩი, ბუკიჩი (1), ზოვიჩი (1), დელიჩი (1), ტომასოვიჩი, სეტკა, დუსევიჩი (1), ანიჩი
ჩემპიონთა ლიგის მე-12 ტურის მატჩები 25-26 აპრილს გაიმართება. „დინამო“ საბერძნეთის „ვულიაგმენს“ უმასპიძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings