რეიტინგიდან გამომდინარე საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის მასტერსზე ძირითად ბადეში ვერ მოხვდა და საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა. ჩვენიანი კვალიფიკაციის ნახევარფინალში რეიტინგში 164-ე ადგილზე მყოფ 25 წლის ბრაზილიელ ფელიპე მელიგენი ალვეშთან სამ სეტში 4:6, 6:1, 1:6 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
მაიამის მასტერსის საპრიზო ფონდი 8 800 000 დოლარია, ხოლო ტურნირის გამარჯვებული 1000 სარეიტინგო ქულას მიიღებს.
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის რეიტინგში (ATP) ნიკოლოზ ბასილაშვილი 14 ადგილით დაქვეითდა. ახალგამოქვეყნებულ კლასიფიკაციაში ქართველი 132-ე ადგილზეა 446 ქულით.
2015 წლის ივნისის შემდეგ ბასილაშვილი რეიტინგში ასეთ დაბალ პოზიციაზე არ ყოფილა, მაშინ ის 153-ე ადგილს იკავებდა.
GIPHY App Key not set. Please check settings