in

დავიმსახურეთ: საქართველო მაინც ყველაზე ძლიერია

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთის ქალაქ ბადახოსში პორტუგალია 38:11 დაამარცხა (6 ლელო გავიტანეთ) და ტურნირის გამარჯვებული გახდა – მე-15-ედ. მატჩის შემდეგ ბორჯღალოსანთა მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა აღნიშნა, რომ, რთული თამაშის მიუხედავად, საქართველო ტიტულს დამსახურებულად დაეუფლა:

„მძიმეთამაში გამოვიდა, მაგრამ ვამაყობ ჩემი გუნდით, რომელმაც შეძლო ამ რთული მატჩის მოგება.
პირველ ტაიმში პორტუგალია კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ მეორე ნახევარში თამაში დავალაგეთ, უკეთესად ავთამაშდით, ნაკლებ შეცდომას ვუშვებდით, რამაც საბოლოოდ ის შედეგი მოიტანა, რომ დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ“.

სადაა საქართველო? – ევროპის თავში! ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგეს

ბორჯღალოსნების კაპიტანი მერაბ შარიქაძეც მიიჩნევს, რომ საქართველომ ტიტული დაიმსახურა.

„ამ თამაშს რამდენიმე სიმბოლური დატვირთვა ქონდა: ეს იყო ჩვენი გუნდის მე-100 გამარჯვება რაგბი ევროპაზე; წაუგებელი მატჩების სერია სარეკორდო მაჩვენებლამდე, 29-მდე გავზარდეთ; განახლებულ მსოფლიო რეიტინგში მე-11 ადგილზე გადავინაცვლებთ, რომელსაც აქამდე მხოლოდ ერთხელ, რამდენიმე დღით ვიკავებდით და აღარც კი მახსოვს ზედიზედ მერამდენედ გავხდით ჩემპიონები.

საქართველო ამ ტურნირზე ყველაზე ძლიერი გუნდია და გამარჯვებულებიც დამსახურებულად გავხდით. წლევანდელ რაგბი ევროპაზე ხარისხიანი თამაშები ვაჩვენეთ და კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ სადაც არ უნდა ჩაატარონ ფინალი და როგორც არ უნდა შეცვალონ ფორმატი, საქართველო მაინც ყველაზე ძლიერია. გულდასაწყვეტია, რომ ფინალი საქართველოში არ ჩატარდა, თუმცა ესპანეთშიც იყვნენ ჩვენი გულშემატკივრები და მათი თანადგომა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო“.

შეგახსენეთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებაში საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე მოუგო გერმანიას (75:12), ნიდერლანდებს (40:8), ესპანეთს (41:3), ნახევარფინალში დაამარცხა რუმინეთი (31:7), ფინალში კი სძლია პორტუგალიას (38:11) და რაგბი ევროპის გამარჯვებული გახდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დავიწყეთ: ჯერ არასრულად…

ბასილაშვილი მაიამის მასტერს გამოეთიშა: ნიკა ასე დაბლა არ დაშვებულა