სუპერკომპიუტერმა FiveThirtyEight-მა, რომელმაც ბოლო პერიოდში არაერთხელ დადო საკუთარი პროგნოზები ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებზე, ახლა კიდევ ერთი, განახლებული ვარიანტი წარმოადგინა, რომელიც ¼ ფინალური ეტაპის წილისყრის შემდეგ გამოთვალა. ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ ისევ მოწინავეთა შორისაა და მე-3 პოზიციაზეა, რომელიც სულ რაღაც 1%-ით ჩამორჩება „ბაიერნს“.
ბაიერნი ისევ ფავორიტია, ნაპოლი მე-4 ადგილზეა: ვინ მოიგებს ლიგას
ფავორიტი ბაიერნია: ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას – კომპიუტერის ვერსიით ნაპოლი მესამეა
მოგეხსენებათ, „ნაპოლის“ მეტოქე ¼ ფინალში „მილანია“, ხოლო წარმატების შემთხვევაში ½ ფინალში „ბენფიკასა“ და „ინტერის“ შორის საუკეთესოს შეხვდება.
ნაპოლი ფავორიტი არ არის: ჩემპიონატი სხვაა და ლიგა სხვა – თამაშის დღეები დადგინდა
სუპერკომპიუტერის გამოთვლილი შანსები ასე გამოიყურება:
„სიტი“ – 28%, „ბაიერნი“ – 18%, „ნაპოლი“ – 17%, „რეალი“ – 13%, „ბენფიკა“ – 10%, „ინტერი“ – 6%, „ჩელსი“ 5%, „მილანი“ – 3%.
GIPHY App Key not set. Please check settings