in

მამარდა ატლეტიკოში ობლაკის ნაცვლად

გიორგი მამარდაშვილის კარგი თამაშის გამო მისით დაინტერესებული კლუბების რაოდენობა რომ იზრდება, გასაკვირი ამაში არაფერია და დიდი ალბათობით ქართველი მეკარე მალე რომელიმე ტოპ გუნდში გადავა. „ტოტენჰემის“ თუ სხვათა ინტერესის გარდა ახლა კიდევ ერთი გამოჩნდა – მადრიდის „ატლეტიკო“. დედაქალაქურ გუნდს ისეთი მეკარე ჰყავს, ახლა მის ამოგდებაზე საუბარი ზედმეტია, მაგრამ საქმე ისაა, რომ შესაძლოა იან ობლაკმა გუნდი დატოვოს. მის ნაცვლად კი მამარდა მივიდეს.

ამის შესახებ რამდენიმე ესპანური გამოცემა წერს.

არც თუ დალხენილი „ვალენსიას“ ხელმძღვანელობა შანსს არ გაუშვებს ხელიდან და თითქმის უხარჯოდ აყვანილ მეკარეს სარფიანად გაასხვისებს. მოგეხსენებათ, კლუბმა გასულ სეზონში წამყვანი ფეხბურთელები გაყიდა და იგივეს აპირებს ახლაც.

მამარდაშვილის ტრანსფერის ღირებულება 25 მილიონი ევროა, რაც მეკარისთვის მცირე თანხა არ არის.

„ატლეტიკოს“ კი რა ხანია პერსპექტიული მეკარეების მიყვანა და მერე მათი ვარსკვლავებად ქცევა შეუძლია – გავიხსენოთ დე ხეა, კურტუა, ახლა კი ობლაკი, რომელიც შესაძლოა ინგლისში წავიდეს – მის ნაცვლად კი „ატლეტიკოს“ კარში 22 წლის ქართველი ჩადგეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სანდრომ სამიანები ჩააგდო და გოგას გუნდს მოუგო

ვიდეო: გუტიმ ხვიჩას მაისური და წერილი გაუგზავნა – საჩუქარი კვარასაც აქვს