in

ვიდეო: გუტიმ ხვიჩას მაისური და წერილი გაუგზავნა – საჩუქარი კვარასაც აქვს

წარსულში ცნობილმა ესპანელმა ფეხბურთელმა გუტიმ ხვიჩა კვარაცხელიას მაისური გაუგზავნა. არც თუ დიდი ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ბავშვობაში ქართველი ფეხბურთელის კუმირი სწორედ „რეალის“ ნახევარმცველი იყო, რამაც ის ძალიან გაახარა.

ხვიჩა გადმოდი რეალში და მაისურს გაჩუქებ: გუტიმ გაიგო, რომ კვარას კუმირი იყო

ხვიჩას საჩუქარი „ნაპოლის“ ბაზაზე მიუტანეს. გუტის ავტოგრაფიანი მაისური ნიკო როდრიგესმა ჩაუტანა და გუტის წერილიც გადასცა, სადაც წერია:

„ხვიჩა, მადლობა, რომ შეგიყვარდა ჩემი ფეხბურთი. ბევრ ბავშვს შეუყვარდება შენი ფეხბურთი. იმედი მაქვს, რომ მაისური მოგეწონება და შენი ოცნებები ახდება. მადრიდში გელოდები. იმედი მაქვს, მალე გნახავ“.

კვარამ გუტის მადლობა გადაუხადა და საჩუქარს თავადაც დაჰპირდა: „მადლობა, ის ფეხბურთის ლეგენდაა. გუტისთვის მეც მაქვს საჩუქარი და გავუგზავნი“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდა ატლეტიკოში ობლაკის ნაცვლად

სანდრო სასტარტოში იყო და 33 წუთი ითამაშა – ვიდეო