in

ატლეტიკოს არჩევანი მამარდაშვილია: ერთადერთი, ვინც გუნდის გადარჩენას ახერხებს

SOCCER-SPAIN-MAD-VAL/REPORT

“ვალენსიას” მეკარე გიორგი მამარდაშვილი ისევ ჩინებულად ირჯება. ესპანურ მედიაში კვლავ აქტიურად განიხილება მისი უკეთეს გუნდში გადასვლა, რაც ქართველის ოსტატობის, ასაკის, სიმაღლის და პერსპექტივის გათვალისწინებით ბუნებრივია და ამჯერად todofichajes-ი იტყობინება, რომ “ატლეტიკოს” ინტერესის სფეროში მოექცა.

მამარდა ატლეტიკოში ობლაკის ნაცვლად

გამოცემა წერს, რომ ზაგრების “დინამოსა” და ხორვატიის ნაკრების გოლკიპერის, დომინიკ ლივაკოვიჩის ვარიანტი გამოირიცხა, რადგან “ვილიარეალში” გადასვლას უახლოვდება, “ატლეტიკო” იან ობლაკთან დამშვიდობებაზე დაფიქრდება და არჩევანს მამარდაშვილზე გააკეთებს:

“ქართველის ფასთა კვოტირება მაღალია, ვინაიდან “ვალენსიას” მორევში ერთ-ერთი იშვიათია, თუ არა ერთადერთი, რომელიც გუნდის გადარჩენას ახერხებს. ლა ლიგაში დარჩენისათვის მებრძოლი “ვალენსიასთვის” ფულის გამოსამუშავებლად 22 წლის ფეხბურთელის გაყიდვა კლუბის პრეზიდენტ პიტერ ლიმის მიზანია.

იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მომგებიანი ტრანსფერი გაჩარხონ და “ატლეტიკო” მზადაა სერიოზული ნაბიჯი გადადგას, რამეთუ ობლაკის წასვლის შემთხვევაში, მინიმუმ ხუთი წლით მისი გარანტირებული შემცვლელი დასჭირდებათ. მამარდაშვილი მადრიდული გუნდის პროფილს ყველა პარამეტრით შეესაბამება და კარიერაში თვისობრივი წინსვლით მოხარული იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ გიორგის “ვალენსიასთან” კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს გაფორმებული (100-მილიონევროიანი კლაუსულათი), “ატლეტიკო” ტრანსფერში 30 მილიონს შესთავაზებს და “ღამურები” ამაზე უყოყმანოდ დათანხმდება. შეგახსენებთ, ობლაკი ანალოგიურ სიტუაციაში “ბენფიკასგან” 2014 წელს 16 მილიონად შეიძინეს”.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სანდრომ 17 წუთი ითამაშა, სან ანტონიომ მეფეებს მოუგო

ნაპოლის ასეთი რამ 20 წელზე მეტია არ დამართნია: ყველაზე ცუდი მარცხი 21-ე საუკუნეში