ხვიჩა კვარაცხელიამ კიდევ ერთხელ გადარია სამყარო: მისმა საუცხოო გოლმა „ატალანტას“ კარში გამოიწვია ის, რომ ყველა ისევ აღმატებულ ხარისხში განიხილავს 22 წლის ქართველ ფეხბურთელს.
კვარამ ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა: Whoscored-მა 8.61 დაუწერა, Sofascore-მ კი – 8.
ხვიჩას ბრწყინვალება გრძელდება: კვარამ ულამაზესი გოლი გაიტანა და ნაპოლის მოაგებინა
მივყვეთ გამოხმაურებებს.
ლეგენდარული ნიდერლანდელი ფეხბურთელი მარკო ვან ბასტენი სპორტულ მიმომხილველად მუშაობს და არც ხვიჩას გოლი გამორჩენია:
„უყურებ და ხედავ, რომ ერთი ფეხბურთელი რვა მოთამაშის წინააღმდეგაა. ფიქრობ, როგორ შეიძლება აქ გოლი გავიდეს. ეს შეუძლებელია. შეუძლებელია გოლი გავიდეს, მაგრამ მან ეს გააკეთა“.
ყოფილი იტალიელი ფეხბურთელი დანიელე ადანი ხვიჩას თვით ჯორჯ ბესტს ადარებს.
მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ხვიჩა ნამდვილი ჯორჯ ბესტია!
ჩვენ ვნახეთ კვარაცხელიას შოუ: ხვიჩამ გოლი მარადონას სტილში გაიტანა
„გაძეტა დელო სპორტმა“ ქომაგებს მოუწოდა ხვიჩას გოლის აღწერა და პასუხებიც მიიღო:
„რვა მცველის წინააღმდეგ – ეს ხვიჩასთვის პრობლემა არ არის! აღწერეთ კვარაცხელიას გოლი“, – დაწერა გამოცემამ და…
„კვარაცხელიას გოლს ყველამ ტაში უნდა დაუკრას“.
„მადლობა ღმერთს ასეთი ლამაზი, უნიკალური მომენტებისთვის. ფეხბურთის პოეზია დაბრუნდა და ცხოვრობს ნეაპოლში“.
„კვარაცხელია სხვა სპორტით არის დაკავებული. მას სერია ა-ში არავინ ჰგავს. ლეაო, მარტინესი, ვლაჰოვიჩი ასეთ გადამწყვეტ როლს ვერ თამაშობენ“.
„ფენომენალური გოლი“.
„პირველ მატჩებში დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ. ახლა მის წინააღმდეგ სისტემა შექმნეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ჯერ კიდევ არ არის საკმარისი“.
აღფრთოვანებას ვერ მალავენ იტალიის მიღმაც და ესპანური მედიაც გადარეულია. შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, „ბარსელონას“ მწვრთნელი ჩავი ქართველს ითხოვს, რათა ევროპაში წარმატებებს მიაღწიოს. ხოლო „რეალის“ ინტერესზე ისედაც რა ხანია იწერება.
sport.es:
„შეუძლებელია კვარაცხელიამ ლეო მესი არ მოგაგონოს. როგორი გოლი გაიტანა. ის ახალი სენსაციაა. მან მარტომ ნახევარი გუნდის წინააღმდეგ მყოფმა მოახერხა ისეთი გოლის გატანა, რომელიც მესის მოგაგონებთ“.
AS:
„ქართველის დონეზე ბევრი არ არის. შესანიშნავი გოლი გაიტანა და ამას უსასრულოდ შეიძლება უყურო. მისი ფასის ზრდა დაუსრულებელია“.
MARCA:
„კვარადონას” კიდევ ერთი შოუ. მორიგი შედევრი და გამარჯვება მისი კოლექციიდან. რამდენია ახლა მისი ფასი? ყოველდღე იმატებს“.
ქართველის მიმართ საქებარი სიტყვები ბუნებრივია არ დაიშურა თავად ნეაპოლური კლუბის საიტმა:
„ზეციური სინათლის ანარეკლი „დიეგო მარადონას“ მე-60 წუთზე ანათებს. კვარაცხელიას გოლი როგორც თანამედროვე, ასევე რომანტიკულ ფეხბურთს მოგაგონებთ და ხელოვნების ჭეშმარიტი ნიმუშია.
ეს კვარას ნათებაა – ყველაზე ნათელი ვარსკვლავი ცისფერ ცაში“.
GIPHY App Key not set. Please check settings