in

ნიკას ბომბი: კვეკვეს ფანტასტიურმა გოლმა ლეხი გადაარჩინა – ლეგიონერები

ევროპაში კვირის ტური ყველაზე წარმატებული ნიკა კვეკვესკირისთვის გამოდგა, რომელმაც „ლეხი“ წაგებას გადაარჩინა. პოზნანელები „პიასტს“ ესტუმრნენ – 1:1.
„ლეხმა“ თამაშის გადარჩენა 90+3 წუთზე შეძლო. კვეკვესკირმა საჯარიმოს გარედან, ბურთის მიწაზე დაუშვებლად შესანიშნავი დარტყმით გაიტანა.
გიორგი წიტაიშვილი სათადარიგოებში იყო.
მატჩის შემდეგ „ლეხის“ მთავარმა მწვრთნელმაც აღნიშნა, კვეკესკირის ფანტასტიურმა გოლმა მოგვიტანა ქულაო. ხოლო “ლეხის” ოფიციალურ გვერდი პირდაპირ წერს, რომ ეს ნიკას ბომბი იყო, რომელსაც ქულის წონა აქვს.

პოლონეთშივე ოთარ კაკაბაძის „კრაკოვია“ „ვარტას“ ესტუმრა – 0:0. ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 88-ე წუთზე შეცვალეს.

ბრატისლავას „სლოვანმა“ „ჟილინას“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.
„სლოვანში“ შეუცვლელად მხოლოდ ჯაბა კანკავამ ითამაშა, გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა, ხოლო გურამ კაშია განაცხადში არ ყოფილა.

სერბეთის ჩემპიონატში ირაკლი აზაროვის „ცრვენა ზვეზდამ“ „ნოვი პაზარს“ უმასპინძლა და 5:1 დაამარცხა. ჩვენიანი 62-ე წუთზე შევიდა.
26 ტურის შემდეგ „ცრვენა ზვეზდა“ 72 ქულით ლიდერია და მეორეადგილოსან „პარტიზანს“ 21 ქულით ასწრებს.

დათა ხოჭოლავამ „კოპენჰაგენის“ შემადგენლობაში ითამაშა, რომელიც „ჰორსენსს“ ესტუმრა და 4:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების მცველი ძირითადში იყო და 72-ე წუთზე შეცვალეს.

ესპანეთის პრიმერა RFEF-ის II ჯგუფში გიორგი ქოჩორაშვილის “კასტელიონმა” “ალკოიანოს” 1:0 მოუგო. ქოჩორაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და მიმდინარე სეზონში მე-4 გოლი გაიტანა. ეს მოხდა 29-ე წუთზე.

გიორგი აბურჯანია „ჟილ ვისენტეში“ 65-ე წუთზე შევიდა „რიუ ავესთან“ 1:2 წაგებულ შეხვედრაში და 84-ე წუთზე გააფრთხილეს.

გიორგი მაკარიძის „მარიტიმუმ“ ლისაბონის „ბენფიკას“ უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა. გიორგი კვლავ სათადარიგოებში იყო.

ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუემ“ მეორე ბუნდესლიგის 24-ე ტურში ერთ-ერთი ლიდერი, „ჰამბურგი“ 4:2 დაამარცხა. ბუდუ ზივზივაძე განაცხადში კი იყო, მაგრამ სამწუხაროდ არ უთამაშია.

ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ „ფიორენტინას“ უმასპინძლა და კიდევ ერთი მარცხი განიცადა – 0:2. საქართველოს ნაკრების მცველი განაცხადში იყო, თუმცა არ უთამაშია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ყველაზე ნათელი ვარსკვლავი ცისფერ ცაში: ხვიჩას ვერავინ იჯერებს – ესპანეთში მესი აგონდებათ

იტალიაში კიდევ სურთ ახალგაზრდა ქართველები: სასუოლო ორ დინამოელს აკვირდება