„ნაპოლიმ“ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა სკუდეტოსკენ. წინა ტურში „ლაციოსთან“ წაგების შემდეგ, ნეაპოლელებმა შინ რთული მეტოქის გატეხვა მაინც მოახერხეს – „ატალანტას“ 2:0 აჯობეს და ამაში ლომის წვლილი ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვნის. მასპინძლები მთელი საათი ვერაფერს უხერხებდნენ მეტოქეს, როდესაც კვარამ ინდივიდუალურად გაიბრწყინა და დაუვიწყარი გოლი გაიტანა.
ხვიჩას ბრწყინვალება გრძელდება: კვარამ ულამაზესი გოლი გაიტანა და ნაპოლის მოაგებინა
ეს მატჩის შემდეგ მწვრთნელებმაც აღნიშნეს.
ლუჩანო სპალეტი:
„ჩვენ უნდა ვიპოვოთ ის ვარსკვლავები, რომლებიც საშუალებას მოგვცემენ, განვიცადოთ დაუვიწყარი მომენტები. კვარაცხელიას შექება თამაშის ხარისხის გამო უფრო მნიშვნელოვანია. შეიძლება ითქვას, მან გოლი მარადონას სტილში გაიტანა. სისწრაფეში ბურთთან შეხება მიუთითებს, რომ ასეთ დროს შეუჩერებელი ხდება.
როდესაც ამ ყველაფერს ლამაზი გოლი ემატება, ეს არის შოუ. ამ გამარჯვებით განსაკუთრებულად ბედნიერი ვარ“.
ჯან პიერო გასპერინი:
„ჩვენი დაცვა თამაშს აკონტროლებდა, გონივრულად ვმოქმედებდით. ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდიოდა და სასურველ შედეგს ველოდით.
მაგრამ ყველაფერი კვარაცხელიამ შეცვალა. ასეთი რამ ხდება, როდესაც დიდ გუნდებს ეთამაშები და რომლებსაც დიდი მოთამაშეების იმედი აქვთ. ასეთ მატჩებში ძალიან მნიშვნელოვანია ინდივიდუალური ფაქტორი, ჩვენ კი კვარაცხელიას შოუ ვნახეთ“.
მიმდინარე სეზონში ხვიჩას ანგარიშზე 11 გოლი და 9 საგოლე პასია.
22 წლის ქართველი სერია ა-ს თებერვლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს და პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც EA Sports-ის გამოკითხვით თვის ფეხბურთელის წოდება ერთ სეზონში მეორედ მოიგო.
ხვიჩა თებერვალში ყველას ჯობდა: კვარა პირველია, ვინც ეს ჯილდო ორჯერ მოიგო
GIPHY App Key not set. Please check settings