ვიკტორ ოსიმენი მიიჩნევს, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთს“ მიაღწევს.
„ის მაგარი ბიჭია, ჩვენ მალევე გავუგეთ ერთმანეთს. გუნდში ის ყველას უყვარს, მარტო იმიტომ არა, რასაც მოედანზე აკეთებს, არამედ იმის გამოც, რასაც მოედანს მიღმა აკეთებს.
მჯერა, რომ სამომავლოდ მას შეუძლია „ოქროს ბურთი“ მოიგოს. ასევე იმედი მაქვს „ნაპოლის“ ბევრ გამარჯვებას მოუტანს.
ყველაფერს ვაკეთებ, რაც ჩემს ძალებშია, შესაძლოა ერთხელაც პრემიერლიგაში ვითამაშო, ახლა კი მომენტით ვტკბები.
აქ ფანების მხარდაჭერას გრძნობ. ამით სერია ა ჩემთვის საუკეთესოა“, – აღნიშნა Tuttomercatoweb-თან „ნაპოლის“ მთავარმა გოლეადორმა.
GIPHY App Key not set. Please check settings